LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში სასწავლო და მუდმივი ბინადრობის ნებართვა?

“საგადას­ახადო კოდექსი”, “გრანტების შესახებ” კან­ონი – როგორია ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულებები დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებში

დაპოსტა 2024/04/15-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის, ვინც უცხოური ორგანიზა­ციების გრანტიორია, ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას ისედაც ითვალისწინებს. კონკრეტულად­, ამ საკითხს არეგულირებს “საგადას­ახადო კოდექსი”, “გრანტების შესახებ” კან­ონი, “ბუღა­ლტრული აღრიცხვის­, ანგარი­შგებისა და აუდი­ტის შესახებ” კანონი და გამომდინარე სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილია, გრანტიორებს რა ვალდებულებები აკისრიათ.

“საგადასახადო კოდექსით” გათვალისწინებულია, რომ არსებობს ე.წ. საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა რეეს­ტრი, რომელიც დღგ-სგან ათავისუფლებს გარკვეულ პირებს და მათ შორის ხვდებიან გრანტის მიმღებებიც. მაგრამ გამცემებსაც და მიმღებებსაც ევალებათ, რომ წარადგინონ ხელშეკრულების სრული ასლი და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება გრანტის გამცემი და მიმღები­ ორგანიზაციების დასახელება, გრანტის დასახელება და რაოდენობა და დაწყების და დასრულების თარიღები. ამასთან, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ დონორი სარგებლობს შეღავათით და ეს ძირითადად ეხება დღგ-ს, მაშინ ის აწვდის შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციას. არის მეორე შემთხვევა, როდესაც თავად გრანტიორი თუ შეიძენს რაღაც პროდუქტს და მომსახურებას, განცხადება შეაქვს შემოსავლების სამსახურში, წარადგენს ხელშეკრულებას და ითხოვს­ დღგ-ს დაბრუნებას. გარდა ამისა, ნებისმიერი ორგანიზაცია წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა სიას, ვინ არის შრომითი და ვინ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული, რამდენია საშემოსავლო გადასახადი და რამდენია ზოგადად ამ კომპანიის შემოსავალი. ორგანიზაცია ყოველი თვის 15 რიცხვში წარადგენს წინა თვის ანგარიშს. ამასთან, ნებისმიერ სხვა გადასახადზე თეორიულად შეიძლება გაუჩნდეს შემოსავალ-გასავლის დეკლარირების ვალდებულება და ამ შემთხვევაშიც არის ვალდებული კანონით დადგენილი წესით იმოქმედოს. რაც მთავარია, ეს არის სახელმწიფოსთან ანგარიშგების ვალდებულება, რაც, ცხადია, ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს ინფორმაცია, რაც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა იცოდეს ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მარტივად იძებნება რეესტრის ვებგვერდზე, ან გრანტის დასახელება, რაც ასევე აქვს გამოქვეყნებული თავის ვებგვერდზე ყველა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენი ხანია საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს გრანტის გამცემი ორგანიზაციის სახელს, გრანტის სახელს და მოცულობას (თანხას) და დაწყება-დასრულების თარიღებს.

მედიასაშუალებებს კი აქვთ ვალდებულება, რომ ფინანსური გამჭვირვალობისთვის ყოველთვიურად მიაწოდონ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დეტალური ინფორმაცია შემოსავლების და ხარჯების შესახებ, რაც ასევე ქვეყნდება კომუნიკაციების კომისიების ვებგვერდზე.

kvirispalitra.ge

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული პედაგოგი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი პიროვნების, გაზეთ „ბორჯომის“ ჟურნალისტის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მონიკა ჭანტურია. "მეგა ტვ" უდიდეს მწუხარებას გამოვხატავს მონიკა ჭანტურიას ნაადრევად...

დაწვრილებითDetails

ავარია ხაშურში მსხვერპლით დასრულდა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავარია ხაშურში. გუშინ დაახლოებით 14 საათზე, ოსიაური-ხცისის გზაზე, სატვირთო და რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ქალი, არიან დაშავებულებიც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

აუხსნელი მოტეხილობები ჩვილებს – დაკავებულია ექთანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აშშ-ის ვირჯინიის შტატში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილმა ექთანმა, 27 წლის ერინ სტროტმანმა, სასამართლოში ცხრა ახალშობილის მიმართ ბავშვზე ძალადობის ბრალდებაზე დანაშაული არ უარყო. საქმე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სამედიცინო სკანდალად იქცა,...

დაწვრილებითDetails

„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე
მთავარი

18 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სტატიაში აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძის შესახებ...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის...

დაწვრილებითDetails

როდის ელოდებიან საქართველოში +40 გრადუსიან სიცხეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს – ნინო ჩხობაძე
მთავარი

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. "ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"