2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.7 ლარით გარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 192.9 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 21.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ნოემბერში ეს მონაცემი 174.3 ლარს შეადგენდა.