სააკაშვილს საკანში კატაბალახას ნაყენით მკურნალობდნენ? – სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საქმის მასალებში ამოიკითხა ეპიზოდი, სადაც მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვაზეა საუბარი და სადაც ხაზგასმით წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს კატაბალახა მიეცა.
“2022 წლის 5 მაისი – მისი გადმოცემით, დღეს საკანში ყოფნის დროს დაკარგა გონება, თუმცა სამედიცინო პერსონალისთვის აღნიშნულის შესახებ არ მიუმართავს. მოხდა გარშემოწერილობის გაზომვა, მხრის, ბარძაყის, წელის და თეძოს მიდამოებში. მიეცა კატაბალახას ნაყენი”, – წერია დოკუმენტში.
წყარო: tvpirveli.ge










