მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პოლიტიკის ის ფაქტორია, რომელიც ქართულ ოცნებას წალეკავს. ეს ივანიშვილმა და საქართველოში რუსულმა აგენტურამ ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, მასზე ზეწოლის განხორციელება დღეს ქართული ოცნების ხელში მთავარი იარაღია. თუმცა, წნეხი რაც უფრო მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და თავგანწირულია და მისი ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება.
ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...










