LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

დაპოსტა 2025/06/03-ში
60
ნახვა
გაზიარება

4 ივნისს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა” თავად იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს:

  • ერთი მხრივ, „ჩირინა“ არ იყენებს აღნიშნულ ანტიბიოტიკს, მეორე მხრივ კი,ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტ-პრეპარატი და კანონით შესაბამისი გამოყენების წესები გააჩნია. ის არც კანონდებლობით და არც ხელშეკრულებით არ ყოფილა აკრძალული ქათმის ნაკელში;
  • სასამართლო დაეყრდნო არააკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნას, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია;
  • სასამართლომ მტკიცებულებად მიიჩნია ლაბორატორიული კვლევისთვის წესების დარღვევით აღებული ნიმუში, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა;
  • „ყვარლის ბაგა“ თავად იყო ვალდებული შეემოწმებინა შესყიდული ნედლეულის უსაფრთხოება ცხოველის საკვების დამზადებამდე და გაეთვალისწინებინა სკინტლით კვების ტექნოლოგიური საკითხები, რაც მის თერმულ დამუშავებას გულისხმობს და ა.შ.;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ჩირინა“ მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება სამართლებრივად და ფაქტობრივად მცდარ შეფასებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანობის პრინციპებს და კერძო კომპანიების კანონიერი ინტერესების დაცვას. სააპელაციო სასამართლოსგან კომპანია მოელის ობიექტურ და ყოვლისმომცველ, სამართლიან და კანონიერ შეფასებას, რაც უზრუნველყოფს საქმის სამართლიანად გადაწყვეტას.

გაცნობებთ, რომ 4 ივნისს, სააპელაციო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე (13:30 სთ), მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჰყავდათ გადაბირებული და მათ ეხმარებოდა. გოლოევის საქმეზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. განაჩენის შესახებ ცნობილი...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი მიმართვას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ნატა ვიბლიანი ახალ მიმართვას ავრცელებს: „მე და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს გვქონდა საუბარი. გარკვეული საკითხები განვიხილეთ და ბევრი რამ გავარკვიეთ. ამ საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ კაკაბაძის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე...

დაწვრილებითDetails

მონაკოსთან ახლოს, ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

45 წლის შეძლებული ისრაელის მოქალაქის ცხედარი, რომელსაც ფრანგული მედია ქართველად მოიხსენიებს, 2026 წლის 17–18 ნოემბრის ღამეს, მონაკოს მახლობლად, როკბრუნ-კაპ-მარტენში მდებარე მდიდრულ ვილაში აღმოაჩინეს. აშდოდში მცხოვრები 45 წლის ისრაელის მოქალაქე საფრანგეთის...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის მკვიდრი, 58 წლის მეგი ცაბაძე იტალიაში, პულიის რეგიონის ქალაქ მინერვინო-მურჯეში ცხოვრობდა. იტალიაში გამგზავრებამდე ცაბაძე სოფელ მელაანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ახლობლების...

დაწვრილებითDetails

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ვერძი   დღეს ენერგიისა და თავდაჯერებულობის მატებას იგრძნობთ. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ ან ისეთი შესაძლებლობა გამოჩნდეს, რომელიც პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი. მარტოხელა ვერძებისთვის საინტერესო ნაცნობობის შანსი...

დაწვრილებითDetails

„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:   „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი...

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. K44 კლასში, 52 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა პარაათლეტმა ფინალურ შეხვედრაში უზბეკეთი უმიდა მამარაჯაბოვა 2:0 დაამარცხა. ჯაფარიძემ ორივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო – 10:2...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი შეიცვალა

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულება 3 673 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ღირებულების 2.97%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული...

დაწვრილებითDetails

რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთ თვეში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად – რომან გოცირიძის ანალიზი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

"გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ვარდნა საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. ათეულ ათასობით ადამიანი, მათ შორის "მობაილ ბანკის" მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მეშვეობით უცხოურ აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებს",- ამის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».