ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჰყავდათ გადაბირებული და მათ ეხმარებოდა.
გოლოევის საქმეზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. განაჩენის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ინფორმაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ბრალდებები სრულიად აბსურდულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.









