LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთ თვეში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად – რომან გოცირიძის ანალიზი

დაპოსტა 2026/11/27-ში
0
ნახვა
გაზიარება
“გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ვარდნა საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. ათეულ ათასობით ადამიანი, მათ შორის “მობაილ ბანკის” მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მეშვეობით უცხოურ აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებს”,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სებ-სა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვთ საჯაროდ ხელმისაწვდომი ისეთი ერთიანი ანალიტიკური მონაცემები, თუ რამდენად არის ჩართული საქართველოს მოსახლეობა უცხოურ ფინანსურ ბაზრებში და რა ზარალი განიცადა მათი გაუფასურების შედეგად, მასშტაბის წარმოსადგენად შეიძლება რამდენიმე საორიენტაციო გაანგარიშება გაკეთდეს.

რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ვარდნა საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. ათეულ ათასობით ადამიანი, მათ შორის “მობაილ ბანკის” მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მეშვეობით უცხოურ აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებს. თუმცა, ამ პროცესის მასშტაბისა და შესაძლო ზარალის შესახებ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ნათელი სურათი არ გვაქვს.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვთ საჯაროდ ხელმისაწვდომი ისეთი ერთიანი ანალიტიკური მონაცემები, რომლებიც გვაჩვენებდა, რამდენად არის ჩართული საქართველოს მოსახლეობა უცხოურ ფინანსურ ბაზრებში, რა მოცულობის აქტივებს ფლობს და რა ზარალი განიცადა მათი გაუფასურების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მასშტაბის წარმოსადგენად შეიძლება რამდენიმე საორიენტაციო გაანგარიშება გავაკეთოთ.

1. პირველ რიგში გასარკვევია “მობაილ ბანკების” საშუალებით უცხოურ აქციებში ინვესტირებული თანხები.

თუ საცალო ინვესტორების პორტფელების ჯამურ მოცულობას დაახლოებით 250 მილიონ დოლარად შევაფასებთ, გლობალური ბაზრების 5–10%-იანი ვარდნა ამ პორტფელებზე დაახლოებით 10-25 მილიონი დოლარის საბაზრო დანაკარგს ნიშნავს.

2. ამას ემატება მაღალი ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირების პერსონალური საინვესტიციო პორტფელები, რომელთა მოცულობაც დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს. ასეთ შემთხვევაში, იმავე მასშტაბის ვარდნა დამატებით 20–50 მილიონი დოლარის ქონებრივ დანაკარგს გამოიწვევდა.

ეს ციფრები ოფიციალური სტატისტიკა არ არის – ისინი საორიენტაციო სცენარებია და აჩვენებს, რა მასშტაბის ზარალი შეიძლება დაგროვდეს შედარებით მოკლე პერიოდში.

3. განსაკუთრებით საყურადღებოა კრიპტობაზრის მდგომარეობაც. ბიტკოინის ფასის 25%-ზე მეტი ვარდნა ნიშნავს, რომ კრიპტოაქტივებში განთავსებული დანაზოგების მფლობელთა ნაწილმა მნიშვნელოვანი ზარალი უკვე განიცადა. დღეს უკვე შესაძლებელი ქართული ბაკების მეშვეობით ორმოცამდე დასახელების კრიპტოვალუტის შეძენა. ამასთან, კრიპტოაქტივების ფლობა და მათთან დაკავშირებული დანაკარგები ოფიციალურ სტატისტიკაში ფაქტობრივად, არ აისახება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსხვილი კერძო კრიპტოაქტივებიც, რომლებიც ქართული საბანკო პლატფორმების გვერდის ავლითაა შეძენილი და რომლის მასშტაბი უცნობია. მაგალითად, ივანიშვილთან და ბაჩიაშვილთან დაკავშირებული აქტივების გარშემო არსებულ ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბიტკოინის ღირებულება, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტი იყო დავის გარკვეულ პერიოდში, დღეს განახევრებულია.

4. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ გლობალურ ბაზრებზე ერთდროულად უფასურდება არა მხოლოდ აქციები და კრიპტოაქტივები, არამედ ოქროც-აქტივი, რომელიც ტრადიციულად უსაფრთხო თავშესაფრად და ფინანსური შოკებისგან დაცვის საშუალებად მიიჩნევა. როდესაც ვარდნა ერთდროულად მოიცავს როგორც მაღალი რისკის აქტივებს, ისე თავდაცვით ინსტრუმენტებს, ეს ბაზარზე რისკების გადაფასებისა და ლიკვიდობის დეფიციტის უფრო ფართო პრობლემაზე მიანიშნებს. ასეთ ვითარებაში ინვესტორების დანაკარგების მასშტაბი შესაძლოა, გაცილებით ფართო იყოს, ვიდრე ამას მხოლოდ საფონდო და კრიპტობაზრების მონაცემები აჩვენებს.

5. ამ პროცესის ნაწილი საქართველოს საპენსიო ფონდსაც ეხება. ფონდის უცხოურ აქციებში ინვესტირებული პორტფელის მოცულობა დაახლოებით 700 მილიონ დოლარია. გლობალური აქციების 5–10%-იანი გაუფასურება ამ პორტფელის საბაზრო ღირებულებას დაახლოებით 35–70 მილიონი დოლარით შეამცირებდა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე.

ამ ფონზე საინტერესოა, რას გვეუბნება ძალზე მწირი ოფიციალური სტატისტიკა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი საბროკერო კომპანიების კლიენტების ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 14,1 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ პორტფელის 24% ფიზიკური პირების უცხოურ ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა, რაც დაახლოებით 3,38 მილიარდი ლარია, ანუ 2025 წლის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით დაახლოებით 1,26 მილიარდი აშშ დოლარი. დღეისათვის ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია.

ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან გვიჩვენებს, რა მოცულობის უცხოურ ფასიან ქაღალდებს ფლობენ ფიზიკური პირები ადგილობრივი საბროკერო არხებით. თუმცა ამ თანხის მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისთვის მიკუთვნება არასწორი იქნებოდა: ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, ამ პორტფელის რა ნაწილი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და რა-უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ რელოკანტებს (ძირითადად, რუსებს).

ეროვნული ბანკის ანგარიშში არარეზიდენტი ინვესტორების წილი ცალკე, 26%-ად არის წარმოდგენილი, თუმცა ეს მაჩვენებელი მთლიანი ფასიანი ქაღალდების პორტფელს ეხება და არ გვიჩვენებს, კონკრეტულად ფიზიკური პირების უცხოური ფასიანი ქაღალდების პორტფელში რა წილი უკავიათ არარეზიდენტებს. ამასთან, საბროკერო მომსახურების მიმღებთა რაოდენობის 98% რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე მოდიოდა. ეს მაჩვენებელი კლიენტების რაოდენობას ეხება და არა მათ მიერ განთავსებული კაპიტალის წილს.

შესაბამისად, არსებული მონაცემებით ვერ ვადგენთ, უცხოურ ფასიან ქაღალდებში განთავსებული თანხის რა ნაწილი ეკუთვნით უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს. ამის გასარკვევად ეროვნულმა ბანკმა მონაცემები ერთდროულად უნდა ჩაშალოს კლიენტის რეზიდენტობის, მოქალაქეობის, კლიენტის ტიპისა და ფასიანი ქაღალდის გამოშვების ქვეყნის მიხედვით.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ბანკებსა და საბროკერო კომპანიებში საბროკერო მომსახურების მიმღებთა რაოდენობა 215,920 იყო. თუმცა ეს მაჩვენებელი ავტომატურად არ უნდა გავაიგივოთ უნიკალური ინდივიდუალური ინვესტორების რაოდენობასთან-ამისთვის საჭიროა მონაცემთა დათვლის მეთოდოლოგიის დაზუსტება.

ამ სტატისტიკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს: ის ასახავს ადგილობრივი ბანკებისა და საბროკერო კომპანიების მეშვეობით აღრიცხულ აქტივებს და არ მოიცავს სრულად იმ თანხებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები უშუალოდ უცხოურ პლატფორმებზე აბანდებენ.

მაგალითად, მხოლოდ “თიბისის” “მობაილ ბანკის” საბროკერო მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობამ 2025 წლის ბოლოსთვის 140,8 ათასს მიაღწია, საიდანაც 113 ათასი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი იყო. საქართველოს ბანკმა ეს სერვისი ერთი წლით ადრე, 2022 წელს დანერგა და მომხმარებელთა უფრო დიდი ბაზა აქვს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამ პლატფორმაზე ინვესტორთა რაოდენობაც სულ მცირე იმავე მასშტაბის ან უფრო მეტია, თუმცა საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით ზუსტ სტატისტიკას საჯაროდ არ აქვეყნებს.

შესაბამისად, მხოლოდ ამ ორი ბანკის პლატფორმაზე უკვე ასობით ათასი მომხმარებლის საინვესტიციო აქტივობაზეა საუბარი. ამას ემატება სხვა ადგილობრივი საბროკერო კომპანიებისა და საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მომხმარებლებიც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხოური კომპანიების აქციებს მხოლოდ “თიბისი”-სა და საქართველოს ბანკის პლატფორმებით არ ყიდულობენ-ინვესტირებას საერთაშორისო საბროკერო კომპანიების, მაგალითად, Interactive Brokers-ის მეშვეობითაც ახორციელებენ. ანგარიშის გახსნა და ინვესტირება ტექნიკურად საკმაოდ მარტივია, თუმცა ამ არხით ქვეყნის მოქალაქეების მიერ განთავსებული კაპიტალის მოცულობა უცნობია და შესაბამისი ოფიციალური სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ პროცესის სოციალური და ეკონომიკური შედეგები ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება. როდესაც ადამიანი კარგავს ბოლო დანაზოგს ან ნასესხებ ფულს, ეს მხოლოდ საინვესტიციო პორტფელის გაუფასურება აღარ არის – საქმე ეხება ვალის გადაუხდელობას, მოხმარების შემცირებას და ოჯახების ფინანსურ კრიზისს. ასეთი შემთხვევები ცალკე „საინვესტიციო დანაკარგების“ სტატისტიკაში ვერ აისახება.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შეიმუშაონ უფრო სრულყოფილი მეთოდოლოგია, რომელიც ასახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოურ ფასიან ქაღალდებსა და სხვა ფინანსურ აქტივებში განხორციელებულ ინვესტიციებს, მათ შორის, საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მეშვეობით. ასევე საჭიროა მონაცემები ინვესტორთა რაოდენობის, აქტივების მოცულობისა და საბაზრო რყევებით გამოწვეული დანაკარგების შესახებ.

ფინანსური ბაზრების ვარდნა მხოლოდ საფონდო ინდექსების ან კრიპტოვალუტების ფასების ცვლილება არ არის. ეს პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეთა დანაზოგებს, ფინანსურ მდგრადობასა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ უცხოურ აქტივებში ინვესტირება საქართველოდან კაპიტალის გატანას ნიშნავს, რომელიც რამდენიმე მილიარდი დოლარია (იურიდიული პირების ჩათვლით). ეს სხვა ქვეყნის ეკონომიკებში დაბანდებული ფულია.

თუ არ ვიცით, რა მოცულობის კაპიტალი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს გლობალურ ბაზრებზე განთავსებული და რა ზარალს განიცდიან ისინი კრიზისების დროს, ვერც ამ პროცესის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს შევაფასებთ სრულყოფილად”,- წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვებს შევხვდა

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერ ნიკა მელას,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი განახლდა – რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

ნოემბერი 27, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5911 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5917 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია” – ლატვიის შეიარაღებული ძალები

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

დაუდგენელმა დრონმა დღეს დილით ლატვიის საჰაერო სივრცე მცირე ხნით დაარღვია, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია აღნიშნული. სამხედრო უწყების ცნობით, საპასუხოდ, ნატო-ს გამანადგურებლები და ჩამჭრელი დრონი ჰაერში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ქვიტირის გზაზე ავარია მოხდა

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

მეგა tv-ის ინფორმაციით ცოტახნის წინ ქუთაისი-ქვიტირის გზაზე ავარია მოხდა. როგორც წყარო გვეუბნება სატვირთო მანქანა არის დაზიანებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია .

დაწვრილებითDetails

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ54-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დაწვრილებითDetails

ლაილაშში მეწყრული პროცესების მონიტორინგი გრძელდება

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეების გამო მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ცაგერის...

დაწვრილებითDetails

“ყველა შესაბამისი ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან, გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, უნდა გადადგეს!” – ნიკა გვარამია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს; უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და...

დაწვრილებითDetails

“„იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე ” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული - მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის...

დაწვრილებითDetails

” ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან” – დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და...

დაწვრილებითDetails

“ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა” – ლევან სანიკიძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».