LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში დაიშვებიან მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით – ზურაბ აბაშიძე

რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში დაიშვებიან მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით – ზურაბ აბაშიძე

დაპოსტა 2020/05/28-ში
A A
136
ნახვა
გაზიარება

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში დაიშვებიან მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია ვიზიტს ესწრებოდნენ სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ და ამასთან, ლაბორატიორიაში შესვლას სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე ითხოვენ.

როგორც ზურაბ აბაშიძემ განმარტა, რუსი სპეციალისტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში შესაძლებელია მხოლოდ მრავალმხრივ ფორმატში, კონვენციის სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვით. მისი განმარტებით, საქართველო მოქმედებს საერთაშორისო ნომრების დაცვით და ეს მხოლოდ საქართველოს მოთხოვნა არ არის.

„სამწუხაროა, რომ თავისი მწვავე განცხადებისათვის რუსეთის მხარემ შეარჩია ის დღეები, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავდნენ, ეს მათი არჩევანია. ის, თუ რას წარმოადგენს ლუგარის სახელობის საზოგადოების ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, ჩვენი საგარეო უწყების განცხადებაში დეტალურად არის გაშუქებული. კონკრეტულად, მისი შექმნის ისტორია, რა მიზნებს ემსახურება, ვისი საკუთრებაა, ვინ მუშაობს იქ და ა.შ. ეს ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიის პირობებში და ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. სამწუხაროა ისიც, რომ რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ჩვენს საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს და ამ ცენტრის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, რაც როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

რაც შეეხება ცენტრში რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტს, ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვიის კონვენციის პასუხისმგებელი წევრი, ადრეც მზად იყო, ახლაც მზად არის მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი დაშვება ასეთი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურებზე. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით. ასეთი ვიზიტი უნდა განხორციელდეს კონვენციის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, ანუ მხოლოდ მრავალმხრივ ფორმატში. სხვათაშორის, ვიზიტის შესაძლებლობა რუს ექსპერტებს ჰქონდათ 2018 წელს, როდესც ლუგარის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო ვარჯიში. მაშინ, მათ მოწვევაც ჰქონდათ, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ მზად არიან მოიწვიონ რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება.

„საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ,- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სმინისტრო.

რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.

„სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი ელოდება ოფიციალურ პასუხს ნოტაზე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მხარეს 2019 წელს გაეგზავნა. მოსკოვში ყურადღება გამახვილეს იმაზე, რომ ლუგარის ცენტრი ვაშინგტონის მიერ ფინანსდება.

გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება - ამის შესახებ "ტვ პირველს" ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა. თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. "დღეს იქნება მისი განცხადება დღის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.   დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

წყლის დონეების მატება, მეწყრულ-არვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა...

დაწვრილებითDetails

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –
მთავარი

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან - ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია – ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე “ჰაშიში”

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

სპეცოპერაცია რუსთავში - კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე "ჰაშიში" ამოიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"