რუსეთიდან მოქალაქეების “მასობრივი გადინების” შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს – ამის შესახებ, “მედუზას” ინფორმაციით, პუტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ საზღვრების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონებში “რეფერენდუმის” ჩატარებამდე არ იგეგმება. თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ ქვეყანას მოქალაქეების დიდი რაოდენობა დატოვებს. როგორც “მედუზა” წერს, მდგომარეობა დამოკიდებულია რუსეთის ძალოვანი უწყებების შეფასებაზე (თავდაცვის სამინისტრო, სპეცსამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები) და ასევე, თავად ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ “რეფერენდუმები” და მობილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებზე 1 400-მდე პირი დააკავეს.