LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვაცნობიერებთ რა არის ბირთვული იარაღი_პუტინი

“რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს”-ვლადიმერ პუტინი

დაპოსტა 2026/04/03-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც მან მონაწილეებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვა წაუკითხა.

მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს.

„რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა ყოვლისმომცველია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პერსპექტიულ სფეროში ენერგიულად მუშაობის გაგრძელება და პროექტების განვითარება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გულწრფელად ცდილობს, რომ აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს“, – აღნიშნული იყო მიმართვაში.

ამასთან, კირიენკომ, ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის რეგიონები აფხაზეთს კოლეჯების რემონტსა და სოხუმში სკოლის ფილიალის მშენებლობაში დაეხმარებიან.

„სანქტ-პეტერბურგის მთავრობა თავის თავზე იღებს აფხაზეთის დედაქალაქში, კოლეჯების რეკონსტრუქციაში დახმარების გაწევას, მოსკოვის ოლქის მთავრობა კი იღებს ვალდებულებას, ააშენოს ცნობილი პრიმაკოვის სკოლის ფილიალი აფხაზეთის დედაქალაქში“, – განაცხადა კირიენკომ.

მისი მტკიცებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობა სისტემური და სტრატეგიული ხასიათისაა და პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა აფხაზეთისთვის დახმარების გაწევა, მათ შორის „რესპუბლიკის მოქალაქეების“ სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.

მისი მტკიცებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა, რაც მოიცავს არა მხოლოდ ელექტროენერგიის აფხაზეთში გაგზავნას, არამედ ქვესადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების და აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების რეკონსტრუქციის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებასაც. კირიენკოს თქმით, ენერგომომარაგების სექტორში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და სტაბილურ და საიმედო ენერგოწყაროზე წვდომის გარეშე, ამჟამად განხილვის პროცესში არსებული საინვესტიციო პროექტების უმეტესობას განხორციელების შანსი არ აქვს.

ცნობისთვის, სოხუმში ეკონომიკური ფორუმი „აფხაზეთი: ინვესტიციები მომავალში“ გაიხსნა. ღონისძიებაზე დასასწრებად დელეგაციები ჩავიდნენ ოკუპირებული ცხინვალიდან და მოსკოვიდან. მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ ფორუმის ფარგლებში „სამი სამთავრობათშორისო შეთანხმების, ერთი უწყებათშორისი შეთანხმების, 15 სამთავრობათშორისო და უწყებათშორისი მემორანდუმის და 19 საწარმოებს შორის შეთანხმების“ ხელმოწერა იგეგმება.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ახლა მაშველები დანარჩენ 3 პირს ეძებენ.

დაწვრილებითDetails

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
მთავარი

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, 3 წლის თაია  რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კონტაქტური და ადეკვატურია. მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს შესაბამისი სამედიცინო კვლევები...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი. ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 20 ნოემბრისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირდება, ვერცხლის კი იზრდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 735 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

“რუსებთან მარტო წაბოდიალდა და ვინ? ვიღაც უსახელო და უგვარო!” – ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

რუსებთან მარტო წაბოდიალდა და ვინ?! ვიღაც უსახელო და უგვარო! თან სად?! ფაქტობრივად, მტრის მოედანზე!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი...

დაწვრილებითDetails

მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს. ახლა მაშვლები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

დაწვრილებითDetails

“ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო” – ვლადიმერ პუტინი ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
პუტინმა კანონი დაარღვია-ნიკიტა იუფერევი
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დიპლომატიის ისტორიაში “ახალ ფურცლად” შეაფასა. „აქამდე მსგავსი შეხვედრები არ გამართულა, ახლა კი ის შედგა. ეს, უდავოდ,...

დაწვრილებითDetails

არანაირი „კობახიძის წარმომადგენელი“ ან „პრემიერის წარმომადგენელი“ არ არსებობს – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

არანაირი „კობახიძის წარმომადგენელი“ ან „პრემიერის წარმომადგენელი“ არ არსებობს, ორივე მხარე რუსეთია და შეხვედრაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება - ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“...

დაწვრილებითDetails

მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად – კახა კალაძე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ინერციით გუშინაც ერთად მივედით მე და ჩემი შვილი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე- კახა კალაძე
მთავარი

შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"