რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში ნავთობქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
ბაშკირეთის მთავრობის განმარტებით, ქარხანაში საწვავის მილსადენზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
ნავთობქიმიურ ქარხანაში საწვავის დანამატებს და რეზინს აწარმოებენ.










