“ვირუსის “გამომგზავნი” კაცობრიობაზე ყველაზე მეტად მზრუნველია!” – ასე ეხმაურება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ალეკო ახალაძე კორონავირუსის შესახებ დაწერილი პოსტის კომენტარებს.
მირის მხრიდან კორონავირუსის პოზიტიურად წარმოჩენას არაერთგვაროვანი შეფდასება მოჰყვა. ის გააკრიტიკეს და შეახსენეს რომ ქვეყანაში უამრავი ბავშვი და მოხუცი შიმშილობს.
“..ვინც ცდილობთ,რომ საკუთარი ღვარძლი გადმოანთხიოთ,გთხოვთ ზრდილობიანად გამოთქვით თქვენი მოსაზრება!…ან არ უკვირდებით,ან არ გინდათ გაიგოთ,რომ ეს ტრაგედია ძალიან სამწუხარო და შეუფასებელია! მე ეს თავშივე ვთქვი,მაგრამ მსოფლიოში ომები რომ გაჩერდა სადაც პატარა უცოდველი ბავშვები და მოხუცები იღუპებოდნენ – ამაზე რას იტყვით?…ცუდი შესადარებელია რომელი სიკვდილი უფრო კანონზომიერია,თუმცა სხვაა,როდესაც ავადმყოფობით კვდება ადამიანი და სხვა – როდესაც მას კლავენ!…ამ მაგალითის გარდა კიდევ ბევრია ისეთი დადებითი ძვრები,რომელიც მსოფლიოს უეჭველი უკეთესს გახდის!…დედამიწა დაიღალა იმ უარყოფითი ენეგიებისგან,რომელიც შესაძლებელია ბევრ თქვენთაგანშიც არის და იმიტომ ცდილობთ ასე ცუდად წარმოსახოთ ჩემი მოსაზრება!…ცხადია, უარყოფითი ენერგიებია ჩემშიც,მაგრამ მე თავს არ ვაძლევ უფლებას-შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგმართოთ!…ზოგი იწყევლებით კიდეც – არ გრცხვენიათ?…თუ,ვინმეს ჰგონია, რომ სხვაზე მეტად ნაკითხი და გულისხმიერია და ამას საჯაროდ აფიქსირებს – მართლა საჭიროებს ჩაუფიქრდეს თავის საქციელს!…დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და გარკვეული დროის შემდეგ,როცა კაცობრიობა მოიცლის შეაფასოს კორონავირუსის შედეგები-იმ შეუფასებელ ტაგედიებთან ერთად აუცილებლად იტყვიან ამ მოვლენის პოზიტიურ შედეგებზე!” – პასუხობს ალეკო ახალაძე კრიტიკოსებს.
– წერდა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ალეკო ახალაძე თავის ფეისბუკზე.