საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ვიზიტების 48,3% თურქეთზე მოდის – ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
16,8%-მა კი აზერბაიჯანში იმოგზაურა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მესამე ადგილზე – 11,1%-ით არის ევროკავშირის ქვეყნები, 10,6%-ით – მეოთხეზეა სომხეთი.
განხორციელებული ვიზიტების 95.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.