ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილობით, საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა.
“სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა. ერთი რამ შეიმჩნევა, სხვა ქვეყნებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ სიკვდილობა და იქ დაიწყო კლება ახალმა შემთხვევებმაც და სიკვდილობამაც. საქართველო ამ პროცესს ცოტა ჩამორჩება, ამა აქვს ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ვაქცინაცია სერიოზულად ჩამორჩება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს დღეში 4 ათასს ვცრით არ არის საკმარისი, დღეში საშუალოდ 7-8 ათასი უნდა ავცრათ, მოსახლეობის 4-5%-ია აცრილი, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბევრად მეტია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, ბრიტანეთზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მოსახლეობის 2/3 ორჯერ არის უკვე აცრილი.
ერთი მიზეზი, ქვემოთ ჩქარა იწევს სიკვდილობის მაჩვენებელი ვიდრე ჩვენთან, არის ის, რომ ჩვენთან ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტი არის 6-ჯერი, 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე უცხოეთის ქვეყნებში და მეორე, მესამე ტალღის პიკი იქ ადრე დაიწყო და მაშინ ჰქონდათ მაღალი სკივდილობა, ეს იყო თებერვა-მარტში,”-განაცხადა “დღის კურიერში” თენგიზ ცერცვაძემ.










