2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით ანუ 190.3 ლარით გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:
- თბილისი – 1 675 ლარი;
- მცხეთა-მთიანეთი – 1 319.3 ლარი;
- ქვემო ქართლი – 1 231.3 ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 1 170.6 ლარი;
- იმერეთი – 1 050.7 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი – 1 007.9 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 985.9 ლარი;
- კახეთი – 969.2 ლარი;
- შიდა ქართლი – 959.5 ლარი;
- გურია – 898.1 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 771.9 ლარი.