ადამიანი ბუნების მეფეა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები თავს ასეთებად თვლიან. მაგრამ ბრაზილიის სანაპიროდან 35 კილომეტრში მდებარეობს უჩვეულოკუნძული – Keimada-Grande. მისი უჩვეულობა იმაში გამოიხატება, რომ ამ კუნძულს სრულად ფლობენ გველები. უფრო მეტიც, ქვეწარმავლებმა ადამიანები გააძევეს აქედან.
კუნძულის ფართობი არც თუ ისე დიდია – მხოლოდ 0.4 კვადრატული კილომეტრი. ბრაზილიის ხელისუფლებამ შემოიღო აკრძალვა ამ მომაკვდინებელი კუნძულის მონახულებაზე. კუნძულზე მდებარეობს შუქურა, მას ემსახურებოდა ზედამხედველი, რომელიც ცხოვრობდა იქ ოჯახთან ერთად.
ერთხელ ხალხმა დაინახა, რომ შუქურაში გველებმა შეაღწიეს, დარაჯის ოჯახმა გაქცევით სცადა თავის გადარჩენა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, დაუნდობელ ქვეწარმავლებს ვერავინ გადაურჩა. შუქურა დღესაც ფუნქციონირებს, მაგრამ იგი ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანეს. კუნძულზე დასახლების მსურველი აღარ გამოჩენილა.
გველებმა აქედან არა მხოლოდ ადამიანები გააძევეს. კუნძულზე არც ცხოველები არიან. ბაყაყები, ხვლიკები და მწერები ასევე თითქმის მთლიანად განადგურებულია. დღესდღეობით გველების მთავარი საკვები ფრინველებია, რომლებიც გაუფთხილებლობის გამო ეშვებიან კუნძულზე. ზოგიერთი ფრინველი აქ ბუდეების აშენებასაც კი ახერხებს, მაგრამ, ყველაზე ხშირად, კვერცხიც და ფრინველიც გველების მსხვერპლი ხდება.
შეუძლებელია ამ კუნძულზე გველების რიცხვის თუნდაც მიახლოებითი დასხელება. მას შემდეგ, რაც ხალხმა დატოვა ეს საშინელი ადგილი, ქვეწარმავლები აქ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან. ზოგიერთი ირწმუნება, რომ აქ ყოველ კვადრათულ მეტრზე 5 გველი გვხვდება. რთულია დარწმუნებით იმის თქმა, სიმართლეს შეესაბამება ეს ფაქტი, თუ არა…
წყარო : “allnews,ge”.










