ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებული თბილისის ქუჩა დაზიანებულია. როგორც “მეგა ტვ”-ს ადგილობრივმა აცნობა თბილისის ქუჩაზე ასფალტის საფარი უკვე რამდენიმე თვეა დაზიანებულია.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით აღნიშული პრობლემა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია და გზის საფარი მაქსიმუმ ერთი თვის ფარგლებში მოწესრიგდება:
“ტენდერი ახლახან დასრულდა, ველოდებით ხელშეკრულების გაფორმებას და როგორც კი ამინდი გამოვა სამუშაოებიც დაიწყება. გზის საფარს თბილისის ქუჩაზე კომპანია “დაგი+” მოაწესრიგებს.” – განაცხადა ბექა ყურაშვილმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
თბილისის ქუჩის გასული წლის გაზაფხულზე დასრულდა. რომლის ფარგლებშიც გამოიცვალა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა.
პროექტი 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იყო და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,საქმილ სადენ მშენმა განახორციელა. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.