ანსამბლ “ქართული ხმების” ტრაგიკულად გარდაცვლილი მეორე ხმა, ზურა ბაკურაძე უკვე სამების დიდ საკათედრო ტაძარშია გადასვენებული.
ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები იმართება დღეს და ხვალ, 24 და 25 ივნისს 16:00 საათიდან.
მომღერლის დაკრძალვა არის შაბათს, 26 ივნისს, 14:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
42 წლის ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 23 ივნისს, რაჭაში, მშობლიურ სოფელ სევაში, მომღერალი სიმაღლიდან ხევში გადავარდა, მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.










