პრემიერ-მინისტრმა ორასლარიანი დახმარების შესახებ დეტალები განმარტა. გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფო დახმარება მიზნობრივი, კონკრეტული ფიზიკური პირისათვის.
„ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, გადარიცხვები მაისიდან დაიწყება მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება შესაბამისი ინფორმაცია კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო დაკარგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანტიკრიზიული გეგმის წარდგენისას ცნობილი გახდა, რომ დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, თვეში 200 ლარს მიიღებენ.