„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და თქვენს მთავრობასთან ან ხელისუფლებასთან არსებულ კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ მიმართოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი პარტნიორების მიმართ რიტორიკაში გამოხატული თავდასხმებია. ასევე, თავდასხმები ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო, რომელთა გამეორებაც სამთავრობო, საპარლამენტო ხელისუფლების ქვედა დონეებზე ხდება. ასე რომ, ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის და მე აქ ვარ, რათა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს სტაბილური გარემო შევინარჩუნო, რომ არჩევნებისკენ სვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ ყველა კანონი, რომელიც მიღებულია, გამოსწორდეს, კანონი, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ნაკლები პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან და იმის უფრო მეტი გააზრება, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე
მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა
მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა “ქალაქ მცხეთაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს ე.წ. „სამხედროს ქუჩას“, ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეეცვალოს სახელწოდება და მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის - სრულიად...










