დღეიდან იუსტიციის სამინისტრო სტუმრებს „სოხუმსა“ და „ცხინვალში“ უმასპინძლებს.
?? საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიენიჭა. რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ. სიახლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.