ღია ტიპის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან იწყებენ ფუნქციონირებას.
ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაცია მაგიდის წინასწარი დაჯავშნაა. იქნება. სწორედ საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთარ მომსახურებას, მაგიდის დაჯავშნისა და მენიუს შეკვეთის ფუნქციას Tkt.ge უკვე ამატებს.
როგორც კომპანიის მაკრეტინის სამსახურის წარმომადგენელმა “მეგა ტვ”-ს განუცხადა საიტს უკვე 50-მდე რესტორანმა და კაფემ მიმართა, თუმცა მათ შორის არ არიან ქუთაისში მოქმედი კაფე-ბარები. მისივე თქმით ახალი სერვისი მომხმარებლისთვის უკვე ივნისის პირველი რიცხვებიდან იქნება ხელმისაწვდომი, დარეგისტრირება კი მსურველებს კვლავაც ჩვეულებრივად შეეძლებათ. რეგისტრაცია მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის უფასოა.
Tkt.ge-ს მაკრეტინის სამსახურის წარმომადგენელის ინფორმაციით მომხმარებელი მაგიდის დაჯავშნასთან ერთად შეძლებს, მენიუს ელექტრონულ ფორმასაც გაეცნოს და დისტანციურად შეუკვეთოს.
შეგახსენებთ, რომ ღია სივრცის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება, 8 ივნისიდან კი ობიექტებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ამასთან, კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვთ, ადგილის დაჯავშნა უნდა მოხდეს წინასწარ, მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანისა, მომხმარებლებს შორის დისტანცია კი მინიმუმ 1 მეტრს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ობიექტებმა მომხმარებლებისა და თანამშრომლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა უზრუნველყონ. ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს; მენიუ კი ერთჯერადი ან ელექტრონული უნდა იყოს.