LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა დაიწყოთ დღე რომ ის იდეალური იყოს

როგორ უნდა დაიწყოთ დღე რომ ის იდეალური იყოს

დაპოსტა 2022/09/22-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

გაიღვიძეთ ადრე 

 

თითქმის ყველა წარმატებული ადამიანი თუ ერი დილით ადრე დგება. 5-6 საათი ეს არის მსოფლიოს გამოღვიძების დრო, მშვიდი და წყნარი დრო, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.

 

ადამიანებმა, რომლებმაც დღის დილის 5 საათზე ადგომით დაიწყება გადაწყვიტეს, ამბობენ, რომ აქამდე არ უცხოვრიათ, მათი თქმით ცხოვრება რადიკალურად შეეცვალათ.

 

დილით ადრე გაღვიძება არა მარტო მეტ შესაძლებლობებს გაძლევთ, არამედ ორგანიზმისთვის და ფსიქიკისთვისაც სასარგებლოცაა. როგორც კი მზე იწყებს ამოსვლას, სხეულში გარკვეული ბიოლოგიური პროცესები იწყება თქვენმა ორგანიზმმა იცის, რომ უკვე გაღვიძების დროა.

 

თუ ადრე დაიძინებთ და დაწოლამდე 2 საათით ადრე ივახშმებთ დილით მარტივად გაგეღვიძებათ. კარგია თუ 11 საათზე მაინც დაწვებით. როცა რეჟიმში ჩადგებით თქვენ აღარ მოგინდებათ მაღვიძარაზე დროის გადაწევა კიდევ 5 წუთით დასაძინებლად.

 

გარდა ამისა, დილის მზის სხივები უფრო მეტ ენერგიას და სიხარულს შემატებს თქვენ ცხოვრებას. ამ რეჟიმზე გადასვლა რთულია, მაგრამ დამერწმუნეთ შედეგი ნამდვილად ღირს ამად.

 

 

 

მადლიერება

 

ადრე ადგომის შემდეგ უთხარით მადლობა სამყაროს მშვენიერი ახალი დღისთვის, ჯანმრთელობისთვის, ყველა იმ შესაძლებლობისათვის, რომელსაც ის გაძლევთ, ყველა იმ ბედნიერებისთვის, რომელსაც განიჭებთ, ეს რიტუალი დაგეხმარებათ დღის პოზიტიურად დაწყებაში. გაცემული დადებითი ენერგია უკან გაათმაგებულად დაგიბრუნდებათ.

 

ერთი ჭიქა წყალი ლიმონით 

 

საუზმის დაწყებამდე აუცილებელია თქვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღვიძება, ამისთვის კი საუკეთესო საშუალება წყალია. დილის ლიმონიანი წყლით დაწყება შეგმატებთ ენერგიას თქვენც და თქვენ ორგანიზმსაც.

 

გარდა ამისა ეს სასმელი დაგეხმარებათ დაკლებაში და ორგანიზმის გაწმენდაში. ლიმონიანი წყალი ძალიან კარგია ღვიძლიდან ტოქსინებისა და შლაკებისგან გასაწმენდად.

 

 

 

კონტრასტული შხაპი 

 

დილით კონტრასტული შხაპის მიღება ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის. ცხელი წყალი ხსნის კანის ფორებს და სისხლძარღვები იწყებს გაფართოებას. ამ დროს ორგანიზმი იწმინდება შლაკებისგან. კონტრასტული შხაპის დადებითი თვისებები: ავარჯიშებს ორგანიზმის თერმორეგულაციას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მისი დახმარებით მცირდება ვენების გაფართოების რისკი, კარგი საშუალებაა სტრესისა და დეპრესიის დასამარცხებლად, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას დაგეხმარებათ წონის კლებაში.

 

 

 

დილის ვარჯიში

 

დილით ვარჯიში დაგეხმარებათ, პირველ რიგში, გამოფხიზლებაში, რადგან ვარჯიში ამაღლებს გულისცემის სიხშირესა და სხეულის ტემპერატურას დილით ვარჯიში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური ენერგიის გაძლიერება. მას სასწაულებრივი ეფექტი აქვს თქვენ  ფსიქიკურ მდგომარეობაზეც – დილის ვარჯიშის შემდეგ თქვენ უფრო კონცენტრირებული და პროდუქტიული ხდებით.  ასევე, უზმოზე ვარჯიშის შემდეგ 20%-ით მეტი ცხიმი იწვება, ვიდრე ნაჭამზე.

 

იოგა, სირბილი, ცურვა, სიარულიც კი  დაგეხმარებათ, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება- გაჯანსაღებაში.

 

 

 

სწორი საუზმე 

 

სწორი საუზმე  ენერგიული დღის გარანტია,  მაგრამ სამწუხაროდ ადამიანების 80% დილას არასწორი  კვებით იწყებს. ზოგი ყავის გარდა არაფერს მიირთმევს, ზოგიც კი დილით ძალიან მსუყედ იკვებება, რადგან ჰგონია, რომ დილით ნოყიერად უნდა იკვებოს, სინამდვილეში კი დილით ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტს ხილი წარმოადგენს : ბანანი, კივი, ფორთოხალი, ვაშლი და ცოტაოდენი ბოსტნეული ეს ადამიანისთვის იდეალური საუზმეა. თქვენ შეგიძლიათ ხილით და ბოსტნეულით სხვადასხვა სახის სმუზი გაიკეთოთ.

 

გადახედეთ დღის გრაფიკს 

 

დილის გამაჯანსაღებელი და გამამხნევებელი პროცედურების შემდეგ  ძალიან მნიშვნელოვანია დღის გეგმების გადახედვა. დღის განრიგი უნდა შეადგინოთ წინა საღამოს, რადგან დილით უკვე ზუსტად იცოდეთ რა რის შემდეგ უნდა გააკეთოთ. მსგავსი გეგმა -გრაფიკის შედგენა დაგეხმარებათ დროის სწორ განაწილებაში, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დროის ეფექტური მართვით საშუალებას გაძლევთ: იმუშაოთ უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად, აირიდოთ სტრესული სიტუაციები,  დაიტოვოთ დრო დასვენებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. „ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსნებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

” საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური” – ზაზა ბიბილაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
” საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური” – ზაზა ბიბილაშვილი
მთავარი

საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ, - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა,...

დაწვრილებითDetails

„რთული პერიოდია, მიმდინარე წელი კრიტიკულია…” – რატი კოჭლამაზაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
„რთული პერიოდია, მიმდინარე წელი კრიტიკულია…” – რატი კოჭლამაზაშვილი
მთავარი

„ნამდვილად რთული პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რომ, მოგეხსენებათ, დიზელის ფასმა თითქმის 5 ლარს მიაღწია, რაც რეკორდულია და თან ეს ხდება მაშინ, როდესაც საშემოდგომო კულტურების, განსაკუთრებით მარცვლეულის, ხვნა-თესვის პერიოდია“, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ფოთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება, ვერცხლის კი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 014 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5966 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5971 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ - სანებართვო საქმიანობის სახეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა ემატება. “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომლითაც საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების წესები...

დაწვრილებითDetails

გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება იბერიას აკადემიის მთავარ სტადიონს, ნიჭიერი ფეხბურთელები კი ნემსაძის სახელობის სტიპენდიას მიიღებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება
მთავარი

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის სახელის უკვდავსაყოფად თბილისის „იბერიამ“ მნიშვნელოვანი ინიციატივები დააანონსა – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა. „გიორგი ნემსაძე ქართული ფეხბურთისთვის და უშუალოდ „იბერიისთვის“...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ ვრჩებით ევროპულებად, ევროკომისია იქცევა არაევროპულად” – პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ჩვეულებრივ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ: კონფრონტაცია, ესკალაცია, ზეწოლა, იძულება, ნაცვლად დიალოგისა - ჩვენ ვრჩებით ევროპულებად, ევროკომისია იქცევა არაევროპულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

“სამი მთავარი სიტყვა „გაგვიბანძეს“: იმედი, მშვიდობა და ოცნება, ეს სიტყვები, ალბათ, თაობებს შეზიზღდებათ” – სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
მიხეილ სააკაშვილმა “ვივა მედში”  გონება დაკარგა
მთავარი

ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის - თუ ესენი დარჩნენ, მე მგონი, გასაგებია, რაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"