ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვისგან დაინფიცირდა.
„ბევრთან მქონდა კონტაქტი და ვის ჰქონდა ვირუსი და ვის არა, ეს აღარ ვიცი. სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა – ყველა ეს სიმპტომი მაწუხებს. ჯერჯერობით სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, ხვალ საღამოს წავიდე და დავწვე. დღევანდელ დღესაც დავაკვირდები. შეიძლება ხვალ „რემდესივირი“ გადავისხა. ახლა სიცხის დამწევს, D და C ვიტამინს ვსვავ, ასევე თუთიას და ბევრ სითხეს ვიღებ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.