ლადო მესხიშვილის თეატრი 5 ოქტომბრიდან მინსკში იმყოფება გასტროლებზე. მათ მაყურებელს ბელარუსიის დრამის თეატრში მიმდინარე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე უკვე წარუდგინეს რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლი “დუპლეტი”. დღეს 9 ოქტომბერს ისინი “სიმართლე”-ს ითამაშებენ, ხვალ 10 ოქტომბერს კი სპექტაკლით “ქარი ქრის ვერხვებში” წარსდგებიან საზოგადოების წინაშე.
მინსკში სპექტაკლები ქართულ ენაზე, რუსული სუბტიტრებით მიმდინარეობს.
გასტროლის ფარგლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის ფოტოგამოფენა ბელარუსიის დრამის თეატრის ფოიეში მოეწყო, რომელსაც ბელარუსიაში საქართველოსა და რუმინეთის ელჩები ესწრებოდნენ.
12-იდა 15 ოქტომბრის ჩათვლით, მესხიშვილელებს ლიეტუვაში, კაუნასში ელოდებიან, სადაც 12 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,DUPLET” , 15 ოქტომბერს კი ,,სიმართლე”.