LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ არის კოვიდპაციენტების გარდაცვალების  მაღალი მაჩვენებელი საქართველოში

რატომ არის კოვიდპაციენტების გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი საქართველოში

დაპოსტა 2021/08/04-ში
A A
979
ნახვა
გაზიარება

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საქართველოში მცხოვრებ კოლეგებს მიმართავს.

როგორც ექიმი “ფეისბუქის” გვერდზე წერს, საქართველოში ექიმები შეცდომებს უშვებენ, რასაც პაციენტები ფატალურ შედეგებამდე მიჰყავთ.

“ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კტ, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, აი, ფილტვის დიდი წილაკების საზღვრებს რომ ანატომიურად მონიშნავ, აი ისეთი ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე.

ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით.

აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და კიდევ, ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის.

არცერთხელ არ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა.

დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა.

ნუთუ ასე ძნელად შესაგნებია, რომ დადებითი ტესტი მხოილოდ კორონაზე არ ნიშნავს რომ აი ეს კონკრეტული პრობლემა კორონაა?

კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.

უკვე მერამდენე შემთხვევაა, უკვე ასამდე ადის ჩემთან შემოსული ამგვარი საშინელი არადიფერენცირებული მიდგომა.

რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით გულის უკმარისობის გამო და რახან კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.

რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და ,,ფილტვია დაზიანებულიო,, და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, რომ ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, იმიტომ რომ მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი.

მერე გააკეთებენ დ დიმერის ანალიზს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, აი ხო ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო,

დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ აიწევს და გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა?

არ ჰქონდა დ დიმერი, დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია.

არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება.

80%იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, ეს გამორიცხულია. არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა.

ლაბორატორიული მონაცემით აქციონიზმი კლავს.

ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.

ნუთუ ამ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის.

აი ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო, იმას უნდა მიაგნო და უმკურნალო.

არც თუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას.

გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა და მე კიარა მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე რეზისტეტნტები და მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.

ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ

ფილტვების ანთება პნევმოკოკით, ან კლებსიელათია გამოწვეული,უმკურნალობ სათანადოდ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ამას საოცრებად ჩაგითვლიან და უზენაეს მადლად, ღირს დაფიქრებად და ჩაკირკიტებად, ღირს ეს ყველაფერი კითხვების დასმად,

ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით.

ეს არაა შეცდომა, არამედ ასეა მედიცინა,

დიაგნოზი ყალიბდება დროში, კლინიკით, დაკვირვებით და დამატებითი კვლევით.

ასე რომ არ იყოს, ექიმი საერთოდ საჭიროც არ იქნება,შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც და მკურნალობასაც.

არაა ასე. კომპიუტერი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია სულ და ექიმი არა.

ექიმს კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და კომპიუტერს, ლაბორატორიას კი არა”, – წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება392

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
თბილისში ნარჩენების მართვის  კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს. თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები საბურავებს, ელექტრო სადენებსა...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა...

დაწვრილებითDetails

“წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია” – მეუფე ანდრია

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია” – მეუფე ანდრია
მთავარი

წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

“იმედი გვაქვს, რომ მშვიდობით ჩატარება ყველაფერი და არჩევანი უფალი როგორც განაგებს, ის იქნება” – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
7 ბავშვის სიტყვა არაფერს არ ნიშნავს და 4 სახედამალულის კანონიერია –  რას ამბობს მეუფე იოანე ნინოწმინდის პანსიონატზე
მთავარი

შიო, იობი თუ გრიგოლი - ვინ გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი? - მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კენჭისყრა უნდა შედგეს, 3 საათში დაიწყება. სამებაში შეხვედრას 1 200-მდე პირი დაესწრება, თუმცა...

დაწვრილებითDetails

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და მოქმედებისთვის ხელსაყრელი იქნება. შეიძლება მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — ზედმეტი პირდაპირობა კამათს გამოიწვევს.   კურო - სიმშვიდისა და...

დაწვრილებითDetails

შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული
მთავარი

საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით დღეს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:...

დაწვრილებითDetails

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 11 მაისს, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება და მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახსნის....

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი, თუმცა თბილი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე ქალაქში +27 გრადუსს მიაღწევს. ზოგან მოსალოდნელია წვიმა.   ამინდი ქალაქების მიხედვით:   გაგრა +23 - უმეტესად...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება

by მეგა TV
მაისი 10, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დღეს, 10 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"