საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ქვეყნის სხვა ბიბლიოთეკები ფუნქციონირებას ეტაპობრივად დაიწყებს. ბიბლიოთეკების გახსნის გეგმას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს.
„ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას.
სამკითხველოები, შესაბამისი წესებით, ივლისიდან ამუშავდება. ღონისძიებები, საგანგებო გამონაკლისების გარდა, სექტემბრიდან განახლდება.
მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება.
პერსონალი, რისკ-ჯგუფების გამოკლებით, ივლის გრაფიკით და დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია – ბარიერები, დამცავი ფარები, ანტიბაქტერიული სითხეები და სხვა ეკიპირება მომზადებულია. სამუშაო მაგიდები განთავსდება დისტანციის დაცვით. ამ ფორმატით ამუშავდება სხვა რეგიონული ბიბლიოთეკებიც.
ამავე დროს:
დაიწყება – პირველი კორპუსის საცავის რემონტი. ავლაბრის არალეგალური სტამბის ტერიტორიაზე სტამბის მუზეუმის მოწყობა. პრესის მუზეუმის მოწყობა. ქუთაისის კავკასიური წიგნთსაცავის მრავალსართულიანი მშენებლობის ბოლო სამუშაოების ჩატარება.
დასრულდება – ქართული დროშის საკონფერენციო დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი, წიგნის განახლებული მუზეუმი.
ზაფხულიდან განვაახლებთ სოფლის ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით მომარაგებას და იქვე მოვაწყობთ საინფორმაციო კუთხეებს, სადაც ყველა შესაბამისი სამედიცინო სიახლე იქნება წარმოდგენილი.
ფრთხილ ოპტი