LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ აფასებენ და რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში ერთობლივად მუშაობის პირველ დღეს

როგორ აფასებენ და რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში ერთობლივად მუშაობის პირველ დღეს

დაპოსტა 2021/04/27-ში
A A
116
ნახვა
გაზიარება

6 თვიანი ბოიკოდის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი დღეს პარლამენტში მივიდა. რა განცხადებები გაკეთდა საკანონდებლო ორგანოში, წაიკიხეთ პოლიტიკოსის გამოსვლები:

 

„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

„ჩემი აზრით, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა ყველა ეს კანონი, რაც მისაღებია, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული კანონი, იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფენდუმით საქართველოს მოქალაქეები, შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. ამ რეფერენდუმზე თითოეული მოქალაქე მოვა და ის საკუთარი ხმით გადაწყვეტს, მას უნდა ახალი თაობის განვითარება ქვეყანაში თუ იმ ჭაობში ყოფნა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რაც მთავარია, წინ უზარმაზარი რთული დღეები გველის, ბრძოლა საპარლამენტო დისკუსიების დროს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მარტივად არ განახორციელებს ყველა ცვლილებას, მაგრამ აქ წარმოდგენილი ადამიანები, ჩვენ ყველანი მზად ვართ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით და რაც მთავარია ქართველი ხალხის სრული მხარდაჭრით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ყველა პუნქტი ამ შეთანხმებაში. მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ ისევ მალევე დავუბრუნდეთ ბოიკოტს. მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, კოლეგები დავარწმუნოთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განცხადა.
„ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის გათავისუფლებით საპატიმროდან. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მეორე ადამიანიც ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს, გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან, მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის და სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის. ასევე, უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და სასამართლო გავათავისუფლოთ კლანისგან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა:
„30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი. ამ 30 წლის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გამოწვევა დაგვრჩა სახელმწიფოში, რომლის გადალახვაც ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეგვეძლო. კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა ოდნავ მაინც მიეახლოვებინა ევროპული სტანდარტებისათვის. ახლა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას შანსს აძლევს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის ყველა საქმე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს. ჩვენი შეხვედრებისას ბრიუსელში ვნახეთ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, რომ ევროპელი მეგობრები მზად არიან ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირონ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“საკმაოდ რთული დღეა დღეს იმიტომ, რომ 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი პირველი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ, მისი შეფასებით, ეს ის მომენტი და შემთხვევაა, როცა შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

ყველა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია. ყველა, ვინც უარყოფს – დამარცხებული, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დოკუმენტის ყველა პუნქტს შეასრულებს, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება კიდევ უნდა გაფართოვდეს და უფრო მეტი ოპოზიციური კოლეგა უნდა შეუერთდეს დოკუმენტს. ამასთანავე, სამნიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებზეც მრავალი თვის განმავლობაში არის საუბარი, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები და ამგვარად აღდგეს ნდობა საზოგადოებაში და გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს.

 

„ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დღეს პირველად ამ ტრიბუნიდან მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და ვუთხრა მათ მადლობა. მადლობა მოთმინებისთვის, მხარდაჭერისთვის ნდობისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. მადლობა, მათ ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი, შეუმჩნეველი შრომისთვის, რასაც ისინი ამ სახელმწიფოსთვის ეწევიან. თუ რამეზე დგას სახელმწიფო ეს არის სწორედ, ჩვენი მოქალაქეების, ხშირად ძალიან უსამართლო, გარემოში შრომა და ბრძოლა. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ და ატარებდეთ საქართველოს სახელმწიფოს იდეას. ასევე განსაკუთრებით მინდა მივესალმო ე.წ. საზღვრისპირა და ე.წ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მთავარი ამოცანა და გამოწვევა, დღეს არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადავაქციოთ საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველ, სამართლიანად ამსახველ და მათი ინტერესების დამცველ მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად, დღეს ასე არ არის.” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

“მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს, პირველ რიგში კი, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა იმისა, რომ შეიძლება ღირდეს დარჩენა და ცხოვრება. ყველა გაქცევაზეა! ეს არის მთავარი კრიზისი. ვიდრე ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც გამოვიდეს, აქ ცხოვრება ღირს, მანამ ეს კრიზის დაძლეული არ იქნება. ორი პარლამენტარი შემოვა თუ ოცდაორი, ეს არაფერს შეცვლის“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, შარლს მიშელის დოკემენტზე ხელმოწერის შემდეგ, მოქმედ პარლამენტს ერთადერთი ფუნქცია აქვს – შეასრულოს ის, რაც ხელმოწერილ ტექსტში წერია და ქვეყანა მომდევნო არჩევნებისთვის მოამზადოს, ხოლო როგორც კი ამას გააკეთებს, ჯაფარიძის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება.

 

“30 წლის შემდეგ პირველად ვარ, როდესაც დაქირავებული ვარ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ და მხოლოდ ამიტომ ვარ აქ, თქვენთან. ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ამ პროცესში ყველაზე მთავარი – ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, მთავრობაც. რამდენიმე ფაქტს გეტყვით იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარებების რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა. ბედნიერების ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ 6 პრემიერი გამოცვალეთ და არცერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის მიერ დაწყებული თუნდაც რაღაც იდეა და პროექტი, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციაზე მიდის საუბარი.

მოდის არჩევნები. ასფალტასაც ვერ აგებთ წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი ტენდერების საშუალებით გარიგებაშია შესული. აი, ამაში ვართ დღეს. ახლა, მე მოვისმინე ახალგამოყოფილი ოპოზიციონერების პოზიციები და ისე გსაყვედურობენ, („ქართულ ოცნებას“) თითქოს, ერთი თვის წინ თვითონ არ იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. თუ ამ ტყუილს თავი არ დავანებეთ, არაფერი გამოგვივა. ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო. ეს სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით“, – განაცხადა  „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

“„ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ არა პარლამენტში ვინმეს შემოსვლა არ-შემოსვლა, რაც თავისთავად ბუნებრივია მნიშვნელოვანი ამოცანა და ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონტრუქციის უზრუნველყოფა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება. ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად მოლაპარაკებაში ჩართულმა 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრობამ“, „ევროპულმა საქართვლელომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტისდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიასა და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
„კარგია, რომ შემოვიდნენ. წყენით ლაპარაკს არ ვაპირებთ. ჩვენ ვიცოდით რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწვევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქვს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო”, – აღნიშნა ელისაშვილმა.
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს „11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ...

დაწვრილებითDetails

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
მთავარი

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას...

დაწვრილებითDetails

კვირის ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი -რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ამ კვირაში ფინანსური ენერგია განსაკუთრებით აქტიურდება და ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანოს. ვერძი — მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი ან ახალი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 12 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება
მთავარი

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო. საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს,...

დაწვრილებითDetails

ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
მთავარი

სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის...

დაწვრილებითDetails

“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და აწყურ­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, 2 კი და­შავ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ აწყურ­თან "სუ­ბა­რუს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ცხენს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძე და...

დაწვრილებითDetails

ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საპროცესო შეთანხმების ფაქტს, ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"