ბათუმში ე.წ ბონის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას, შეიარაღებულმა დამნაშავემ 43 წლის მამაკაცს რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები აღენიშნებოდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
- ტრაგედიის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. იქ სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მოკლული მამაკაცი როლიკა დავითაძეა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ქუჩაში იდგა, როცა მისი მისამართით ატყდა სროლები და პირველადი ინფორმაციით, მას დამნაშავე ჩაუსაფრდა.










