მთვარის მე-6-7 დღე. მთვარის, მერკურისა და სატურნის კავშირი ყველა მიმართულებით პრობლემების შექმნას შეეცდება. ვარსკვლავების წინააღმდეგ “თამაში” სასიკეთოს არაფერს მოიტანს. კონფლიქტებისა და პრობლემების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია, თუ მაქსიმალურად არ გააკონტროლებთ საკუთარ გამონათქვამებსა და ქმედებებს.
დაისვენეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადადეთ. მომავალი გამარჯვებები არც ისე შორსაა, დღეს მხოლოდ მიზნების დასახვა და გეგმების შემუშავება იქნება სწორი გადაწყვეტილება.
მოგიწევთ, შეეგუოთ ახალ პირობებს, არის მოულოდნელი, არასასიამოვნო მომენტების ალბათობაც, მთავარია, არ აჰყვეთ შფოთსა და პანიკას, მალე ყველაფერი დალაგდება.
კურო
დღეს გარკვეული დაბრკოლებებისა და დაპირისპირებების წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეთ. თუ იქნებით ფხიზლად და მოვლენებს დადებით ჭრილში განიხილავთ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს.
ტყუპები
შეეცადეთ, გააკონტროლოთ აგრესია, მოიძიეთ ახალი მეკავშირეები, შეცვალეთ თამაშის წესები და მიჰყევით ცხოვრების დინებას.
კირჩხიბი
უფრთხილდით ჭორიკანა, შურიან და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, აკონტროლეთ სიტუაცია. იყავით პოზიტიური მუხტის გამავრცელებელი.
ლომი
მოემზადეთ ცხოვრების ახალი შემოთავაზებებისთვის, იცოდეთ, რომ ნებისმიერი სახის სიახლე, აუცილებლად აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზეც. გადაწყვეტილებების მისაღებად ხელსაყრელი დღე არაა.
ქალწული
დღეს სჯობს, მხოლოდ აუცილებელი საქმეებით შემოიფარგლოთ, ნუ იტვირთავთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ამ პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება.
სასწორი
მოსალოდნელია სტატუსის შეცვლა, შესაძლოა, ეს იყოს პირად ურთიერთობასთან, ან საქმიანობასთან დაკავშირებული. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება , თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ.
მორიელი
წარმატებას მოგიტანთ ახალი ურთიერთობები, თუ ცხოვრებას გონივრულად შეხედავთ. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ და მიიღოთ რეალობა გააზრებულად.
მშვილდოსანი
სამყარო თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, ჰარმონიულად ვითარდება როგორც პირადი ასევე კარიერული ცვლილებები, თუმცა, დღეს დასვენების დღეა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადეთ.
თხის რქა
იზრუნეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებსა და ნიუანსებზე. კარგად დააკვირდით გარშემომყოფებს და გულმოდგინედ შეარჩიეთ სანდო და ერთგული ადამიანები.
მერწყული
სიმშვიდე და ზომიერება არის დღეს მთავარი ყველგან და ყველაფერში. თავშეკავებულობა გმართებთ უცნობების მიმართ. მოერიდეთ ფულის ზედმეტ ხარჯვას.
თევზები
შესაძლოა ,სასიამოვნო სიურპრიზმა გაგახაროთ. ენდეთ ინტუიციას და გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრები, აზრები ხშირად მატერიალიზდება










