ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსი ახალი კორონავირუსით მკურნალობას 2 პაციენტი გადის.
ერთ-ერთ პაციენტს გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა, მაგრამ მას ვირუსი კვავ უდასტურდება. თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ინფიცირებული უკვე 35 დღეა, სტაციონარში იმყოფება.
„პაციენტი პრაქტიკულად ჯანმრთელია. მას არ აქვს დაავადების კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, თუმცა პროტოკოლის თანახმად, ორჯერ უარყოფითი პასუხის მიღებამდე კლინიკიდან ვერ გავწერთ“, – განუცხადა პირველ არხს თეიმურაზ ნადირაძემ.
მეორე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს აქ მკურნალობა ერთი პაციენტი გადის. დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, ცხელების სიმპტომით უკვე მესამე დღეა, პაციენტები არ მიუღიათ. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ახალი კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.










