ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული რვა ახალგზარდიდან, რომლებსაც ჯერჯერობით დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ, ორის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ჟურნალისტებს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა, მაია ესებუამ განუცხადა, ორივე პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
„ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები. გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა-ღებინება, არიან უმართავები. ყველა პაციენტი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ძირითადად ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებების ტოქსიური ენტერტი. ასაკი 18-35 წლამდე. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის ჯერჯერობით მძიმეა“, – განაცხადა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა.