
9 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ცნობილია ის სასტარტო 11-ეული, რომელიც ვილი სანიოლმა ამ კონკრეტული მატჩისთვის დააყენა. მეკარე: გიორგი ლორია
მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე
თავდამსხმელები:გიორგი მიქაუტაძე. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.










