ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ Facebook-ზე დაწერა რომ ძაღლი დაკარგა.
მისი თქმით, ბიგლი სახელად რობი სახლიდან გავიდა და ვეღარ იპოვეს.
“მეგობრებო, ქუთაისში ბანოჯას ტერიტორიაზე დავკარგეთ 2 წლის ბიგლი – რობი.
სანამ ჩვენ საარჩევნო კამპანიაზე ვიყავით რობი სახლიდან გავიდა და დაიკარგა. მთელი ღამე ვეძებდით და ეგებ დაგვეხმაროთ.
გთხოვთ გადააზიაროთ ქუთაისელებმა განსაკუთრებით. დაგვეხმარეთ“, – წერს ხატია დეკანოიძე სტატუსში.