საქართველოში IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, ამათგან, 14 სახელმწიფო ნაკრძალია, 14 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 26 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, აქედან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 94 დაცული ტერიტორია (დაცული ლანდშაფტებისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი).
რაც შეეხება 2023 წლის მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ფართობს, 912 862 ჰექტარს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.
- თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ზედაზენზე
- ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
- ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დათვისჯვრის და არხოტისთავის ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 1 ტურისტული თავშესაფრის მშენებლობა
- კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ახალი ნავმისადგომის მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
- ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები
- მიმდინარეობს 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები: ბორჯომ-ხარაგაულის (250 კმ), კინტრიში-მტირალას დამაკავშირებელი(150 კმ), ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე (700 მ), თბილისის (160 კმ), თუშეთი-ფშავ-ხევსურეთი-ყაზბეგის დამაკავშირებელი ბილიკების (127 კმ) და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ცნობისთვის, ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა.










