LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სოფელი გაგვიყიდეს – ბალდის კანიონის გადასარჩენად მარტვილში აქცია-მსვლელობა გაიმართა

დაპოსტა 2023/09/23-ში
A A
323
ნახვა
გაზიარება

მდინარე ეკუთვნის ხალხს, ოდაბადე არ იყიდება, ბალდას არ დავთმობთ, მშენებლობა უნდა შეჩერდეს – ამ ლოზუნგებით მარტვილში, ბალდის კანიონის გადასარჩენად აქცია-მსვლელობა მოეწყო. სეფელ ბალდას მოსახლეობის ნაწილი კვლავ აპროტესტებს დაცული ტერიტორიების მიერ ბალდის კანიონზე დაწყებულ მშენებლობას.

“სოფელი გაგვიყიდეს, ჩვენ ამათ მონებად და მუშებად ვუნდივართ” – ამბობს აქციის მონაწილე. როგორც სოფლის მკვიდრი მოსახლეობა აცხადებს მათთან ბალდის კანიონის მოწყობის საკითხზე შეხვედრები არავის გაუმართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ბალდის კანიონზე დაწყებული სამუშების დაუყოვნებლივ, სასამართლოს დასრულებამდე, შეჩერება. ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა ქალაქის მერიას მიმართეს და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებთან დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ მარტვილის მერის მოადგილე ჩავიდა. როგორც ალექსანდრე ხურცვილავამ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, მერიას არ აქვს უფლებამოსილება მშენებლობაზე სამუშაოების შეჩერების ბრძანება გასცეს და რომ ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს.

ამ განცხადებამ აქციის მონაწილეებში უკმაყოფიელბა გამოიწვია. როგორც მათ აღნიშნეს სოფელი არ გაჩერდება და თუ საჭირო იქნება პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართავენ.

“მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილება აქვს შეაჩეროს სამუშაოები, მათ ეს არ გააკეთეს. ბოლომდე ცდილობენ საკუთარი შეცდომა დამალონ. სამწუხაროდ იჩენენ სიმხდალეს და არ აღიარებენ დანაშაულს. ამასობაში კი ვუყურებთ, თუ როგორ ნადგურდება ჩვენი საყვარელი ადგილი. ყველამ ვნახეთ, მათმა მოქმედებამ უკვე შეიწირა ერთი შველის სიცოცხლე. რამდენჯერმე უკვე მოგვატყუეს, მაგრამ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი ვიცით, არაფერი დაიმალება. სასამართლოს პარალელურად ვიწყებთ ფართომასშტაბიან მობილიზაციას.

ეს ბუნება ჩვენია, ეს მდინარე ჩვენია, ვერაფრით დავთმობთ იმას რაც ასე ძალიან გვიყვარს. ვიბრძოლებთ ზუსტად ისე, როგორც აბაშამ გვასწავლა! როცა საჭიროა ავდიდდებით! როცა საჭირო ვიხმაურებთ! ვიქნებით კამკამა და გამჭვირვალე! ცივი, მაგრამ სიცოცხლით სავსე! თუ მოგეჩვენათ რომ დინება შევწყვიტეთ, იცოდეთ რომ მიწისქვეშ ვართ ჩასულები რათა შავბნელი საქმეები მზის სინათლეზე ამოვიტანოთ! შემოვიერთებთ სხვა შენაკადებს და ერთიორად გავიზრდებით! Რაც მთავარია, არასოდეს გავჩერდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ! მიზანი ერთია, სასწრაფოდ შეჩერდეს ბუნების განადგურება, გაუქმდეს უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებები!”- აცხადებენ  “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” წევრები.

 

აქციის მონაწილეებმა შეკრების დასრულების შემდეგ ავტომობილებით მსვლელობა გააგრძელეს. მათ მარტვილის სოფლები უნდა მოიარონ, რათა რაც შეიძლება მეტ ხალხს გააგებინონ თუ რა პრობლების წინაშე დგას სოფელი ბალდა და მარტვილი.

ცნობისთის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი 40-წლიანი იჯარით გასცა. ტერიტორია უკვე რამდენიმე თვეა შემოსაზღვრულია და სამუშაოები მიმდინარებს. ადგილზე გათვალისწინებულია ტურისტული ატრაქციების მოწყობა.  ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი იქნება. ადგილობრივების ნაწილი ბუნებაში უხეშ ჩარევისა და ტერიტორიის დაბეტოების გამო უკმაყოფილებას გამოთგქვამს. მათი თქმით, მშენებლობა არღვევს ეკოსისტემას, ნებართვა კი გაიცა მათთან განხილვის გარეშე.

გაზიარება129

დაკავშირებული -პოსტები

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 6 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დაწვრილებითDetails

კაცი ქალს საძილე აბებით თიშავდა. ვიდეოს იღებდა და პორნოსაიტებზე ტვირთავდა – შეყვარებულის გაუპატიურების ფაქტზე სასამართლო პროცესები დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აღმოვჩნდი მის საწოლში – რას ყვება ტურისტი სექსუალურ ძალადობაზე
მთავარი

გერმანიაში 39 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ყოფილი შეყვარებულის მრავალჯერად გაუპატიურებასა და წლების განმავლობაში მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულების ნაწილი მამაკაცმა ვიდეოზეც გადაიღო. როგორც Die Zeit...

დაწვრილებითDetails

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. “ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების...

დაწვრილებითDetails

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა, სწრაფად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ნაბიჯებს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   ყურადღება სამუშაოსა და პრაქტიკულ...

დაწვრილებითDetails

16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"