რიონის ხეობის 8 მცველის საქმის განხილვა 4 ივნისს დასრულდა. როგორც იურისტი დარინე სალდაძე ამბობს პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებები განიხილეს და მხარეებს მოუსმინეს. მისივე თქმით საქმეში არ დევს ობიექტური მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების დანაშაულზე მიუთითებს, შესაბამისად იურისტი ფიქრობს რომ საქმის წარმოება საერთოდ შეწყდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე ორშაბათს 7 ივნისს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.
” ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ამ რომელიმე პირის სამართლდარღვევის ფაქტს დაადასტურებს საქმეში არ არის არც 166-ე მუხლის და არც 173-ე მუხლის მიმართ, რომელსაც მათ ედავებიან.
ბრალდებულების მიმართ გათვალისწინებულია ჯარიმა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში პატიმრობა 15 დღემდე ვადით, მაგრამ რადგანაც საქმეში არ არის ობიექტური მტკიცებულება ან ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს რომ ეს პირები შეურაცხყოფას აყენებენ, ან მოთხოვნას არ ემორჩილებიან ან წინააღმდეგობას უწევენ, მოლოდინი გვაქვს რომ სასამართლო საერთოდ შეწყვეტს საქმის წარმოებას, არ ცნობს მათ სამართალდამრღვევებად და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც არ დააკისრებს.” – განაცხადა “საიას” იურისტმა დარინე სალდაძემ.
ცნობისთვის, 8 ბრალდებულს, რომლებიც გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს 28 მაისს დააკავეს გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. პირველი სასამრთლო პროცესი გადაიდო. აქტივისტები ამბობდნენ რომ, ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინა, რაც მათ დანაშაულს დაამტკიცებდა. დაკავებულებმა 28 მაისს სასამართლო დარბაზი დატოვეს.