ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო გუმათჰესის ტერიტორიაზე, სადაც „რიონის ხეობის მცველები” იმყოფებიან.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლება „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგებიი ხეობაში არ გაუშვა, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა.
„რიონის ხეობის მცველების” თქმით, ბარიკადების მოხსნით მათ შესვლის უფლება მიიღეს, რის გამოც სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს. თუმცა შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან ნაწილი შესრულდა. დღეს პოლიციამ გუმათში რკინის ჯებირების დემონტაჟი განახორციელა, ადგილზე ასევე შემცირდა უწყების თანამშრომლების რაოდენობა.










