ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული.
ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ამასთან, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთს საკონტროლო ტესტს დღეს გაუკეთებენ, უარყოფით პასუხის შემთხვევაში პაციენტებს კლინიკას დატოვებს
როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა, კლინიკაში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.










