შრომის ინსპექციამ გასული 72 საათის განმავლობაში საქართველოში 5 ბიზნეს-ობიექტი დალუქა და 6 დააჯარიმა.
ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტებზე დადგენილი რეგულაციების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
დაილუქა ერთ-ერთი ბარი, რომელიც გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.
ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.
პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.










