მიუხედვად მოწესრიგებული ქუჩებისა და ერთი შეხედვით უპრობლემო დასახლებისა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთულში კვლავ რჩება საკითხები ,რაც მოგვარებასა და გადაჭრას საჭიროებს.
როგორც ვაჟა-ფშალველას მე-6 შესახვევში განგვიმარტეს სანიაღვრესა და კანალიზაციის პრობლემაა. გარდა ამისა კიდევ ერთი პრობლემა ე.წ გორას დასახლებაში მწვანე სივრცეების ნაკლებობაა, სადაც ბავშვები გართობასა და დასვენებას შეძლებენ. ტერიტორიაზე კერძო სახლებია განლაგებული,შესაბამისად ყოველ მოსახლეს ეზოს სახით გარკვეული ტერიტორია შემოკავებული აქვს, თუმცა საერთო სკვერს აქ ნაკლებად შეხვდებით ან თუ არის მოუწესრიგებელია. ასე მაგალითად ვაჟა-ფშაველას ცენტრში არსებული მცირე მწვანე ზონა.
“მეგა ტვ” უქიმერიონის ად. ერთეულში პროექტს „სამოქალაქო განავითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში იმყოფებოდა. ტელევიზია პროექტს 2019 წლის ნოემბრიდან ახორცილებს და მის მიზანს სამოქალაქო განვიტარების ხელშეწყობასთან ერთად პრობლემების მოგვარება წარმოადგენს









