LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ცვლილებები ამოქმედდება აგვისტოდან

რა ცვლილებები ამოქმედდება საქართველოში

დაპოსტა 2025/11/01-ში
A A
247
ნახვა
გაზიარება

2025 წლის ნოემბრიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.

„ბიზნესპრესნიუსი“ იმ ცვლილებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა.

საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ

1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

კანონის თანახმად, 2 პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს. თუმცა, შესაბამისის დადგენილებით უკვე შეიქმნა იმ ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.

დადგენილების მიხედვით ასეთი საქმიანობებია:

  • სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო (მაგ: არქიტექტორი, ურბანისტი, კონსტრუქტორი, ტექნიკური ზედამხედველი, საგზაო ინჟინერი, ექსპერტ-ლაბორანტი და ა.შ);
  • საავიაციო სფერო (მაგ: მფრინავი ინსტრუქტორი, ავიაციის ინჟინერი , ავიაციის ტექნიკოსი და ა.შ);
  • გარემოს დაცვის სფერო (მაგ: ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ჰიდრობიოლოგი, აკვაკულტურის სპეციალისტი, ნიადაგმცოდნეობის სპეციალისტი, აგრონომ-ბოტანიკოსი ექსპერტი, გარემოსმცოდნე, ეკოლოგი, გარემოსდაცვითი ბიოლოგი);
  • ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო (მაგ: გეოლოგი/ჰიდროგეოლოგი/ინჟინერ-გეოლოგი/გეომორფოლოგი, ატმოსფერული მეცნიერებების სპეციალისტი, ქიმიკოსი, მეტეოროლოგი, გლაციოლოგი, საინჟინრო ჰიდროლოგი, კლიმატოლოგი და ა.შ.);
  • მთარგმნელობითი საქმიანობა; ჟესტური ენის სპეციალისტი;
  • სამართლის სფერო;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ა.შ.

 

1-ელი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება

თბილისში, 1-ელი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.

 

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ზამთრის განრიგზე გადადის

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის განრიგზე გადადის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები.

კერძოდ, პირველი ნოემბრიდან საბაგირო გზა მუშაობას, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათზე დაასრულებს. უცვლელი დარჩება დილის დრო – 10:00 საათი.

 

საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოდის

2 ნოემბრიდან საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოდის. მოლდოვაში რეგისტრირებული Vision Air-ი რეგულარულ ფრენებს – კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს იწყებს.

„Vision Air-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) დაიწყებს და ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ, 13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

 

3 ნოემბრიდან განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა იწყება

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 3 ნოემბრიდან განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა არის დაგეგმილია.

შეგახსენებთ, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა 6 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო. ამასთანავე, ოქტომბრიდან გაიცემა განახლებული დიზაინის მქონე შემდეგი დოკუმენტებიც:

  • დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
  • მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
  • დიპლომატიური პასპორტი;
  • სამსახურებრივი პასპორტი;
  • ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.

 

Ryanair ჩასხდომის ციფრულ ბარათებზე სრულად გადასვლას 12 ნოემბრიდან გეგმავს

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი ჩასხდომის ციფრულ ბარათებზე სრულად გადასვლას გეგმავს. კერძოდ, 12 ნოემბრიდან Ryanair-ის მგზავრები ჩასხდომის ქაღალდის ბარათების ჩამოტვირთვასა და დაბეჭდვას ვეღარ შეძლებენ.

მგზავრები Ryanair-ის რეისზე რეგისტრაციის დროს ციფრული ბარათის მიღებას myRyanair-ის აპლიკაციით შეძლებენ.

ამასთანავე, აპლიკაციით შესაძლებელია ისეთი ფუნქციებით სარგებლობა, როგორიც არის ადგილების დაჯავშნა და რეისის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში მიღება.

გაზიარება99

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 6, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო. იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოსწავლეს დაეჯახა, მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 6, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე...

დაწვრილებითDetails

სეტყვა, ძლიერი ქარი, შტორმი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

7 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, და­სავ­ლე­თის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში - შიდა ქარ­თლში, ასე­ვე მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზო­გან ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი....

დაწვრილებითDetails

ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სეთ­ში, სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სი "კა­მა­ზის" მარ­კის სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა და თხრილ­ში გა­და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც კი 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნია, რომ­ლის...

დაწვრილებითDetails

„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა
მთავარი

2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში საკვები პროდუქტების უმეტესობაში გარკვეული შებოლილი არომატიზატორების გამოყენება აღარ შეიძლება. შეზღუდვა შეეხო ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჩიფსები, სხვადასხვა ხემსი, BBQ და გრილის სოუსები, მზა სუპები და კერძები,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ
მთავარი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ნარკორეალიზატორები დანაშაულებრივ სქემაში ახალგაზრდების ჩათრევას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ცდილობენ. ე.წ. დამდებებს ტელეგრამ არხებზე ეძებენ და მათ კვირაში 1500 დოლარს სთავაზობენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოში ნარკოტიკების...

დაწვრილებითDetails

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს
მთავარი

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს. გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ...

დაწვრილებითDetails

“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
მთავარი

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრა გაიმართა ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
მთავარი

თუშეთში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  34 წლის სიმონ ხეჩაშვილი გარდაიცვალა. მამაკაცი წარმოშობით ახალციხიდან არის და თუშეთში, ჰესის თანამაშრომელი იყო. ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა....

დაწვრილებითDetails

შუალედური არჩევნების ჩატარებაზე 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ქუთაისში ამ ეტაპზე 11 390-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
მთავარი

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"