LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან

რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან

დაპოსტა 2023/08/31-ში
A A
156
ნახვა
გაზიარება

2023 წლის სექტემბრიდან საქართველოში რამდენიმე ახალი ცვლილება ამოქმედდება. კერძოდ, ერთი ეხება მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, რომელსაც ახალი კითხვები დაემატება, მეორე – შრომით მიგრაციას, მესამე – 4 ქალაქში მანქანების გამონაბოლქვზე შემოწმებას, ასევე სექტემბრიდან აიკრძალება ევროპული ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი. გარდა ამისა, პირველი სექტემბრიდან დედაქალაქსა და რეგიონებში ბიზნესისთვის გაზის ტარიფი შემცირდება.

გთავაზობთ დეტალურად, თუ რა ხუთი ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან საქართველოში:

მართვის მოწმობის გამოცდას ახალი კითხვები დაემატება

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. კერძოდ, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.

გარდა აღნიშნული ცვლილებისა, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს,“ – აცხადებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

შეგახსენებთ, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

შრომით მიგრაციას კანონი დაარეგულირებს

1-ლი სექტემბრიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ახალი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.

ამას გარდა, ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.

რუსეთში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი იკრძალება

2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში ევროპიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი იკრძალება. აღსანიშნავია, რომ ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტი 1-ლი აგვისტოდან უკვე აკრძალულია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირიდან იმპორტირებული მანქანების რუსეთში ექსპორტს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ისე ბელარუსს. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აქამდე მოქმედი შეზღუდვით, რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტი ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზეც.

4 ქალაქში მანქანები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან

საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ავტომობილები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს 4 სექტემბრიდან განახორციელებენ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი საჯარიმო სანქციები წესდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ განაცხადა, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, ხოლო მესამედ – 3000 ლარით.

ტარიელ ირემაძის განმარტებით, პირველი დაჯარიმების შემდეგ მძღოლს ექნება 15 კალენდარული დღე, რათა ავტომობილის გამონაბოლქვი ნორმას დაექვემდებაროს. ხოლო თუ ამ 15-დღიანი ვადის შემდეგ კვლავ ნორმას გადააჭარბებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები, სწორედ ამის შემდეგ მოხდება ჯარიმის გასამმაგება.

ბიზნესისთვის ბუნებრივი აირი იაფდება

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი 13 თეთრით გაიაფდება, თბილისში კი 11 თეთრით. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელს, დედაქალაქის შემთხვევაში კი “თბილისი ენერჯის” მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განცხადებები აგვისტოს დასაწყისში გაავრცელეს.

„1-ლი სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე,”- ნათქვამია კომპანიის მიერ აგვისტოს დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციაში.

1-ლი სექტემბრიდან ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესახებ განცხადება 28 ივლისს შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ და „საქორგაზმაც“ გაავრცელა.

„საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი“, – აცხადებენ კომპანიაში.

ბუნებრივი გაზის საფასური 1-ლი სექტემბრიდან “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვისაც შეიცვლება. “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

 

bpn.ge

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"