პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო.
პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.
ცვლილებებზე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, კოდექსის მე-18 მუხლს განმარტება ემატება, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული ქმედება დასჯადად ჩაითვლება.









