აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ის სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აგრარული ბაზრები დიდწილად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული.
თუმცა, იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს, შტაბებს, რომლებიც რეგიონალურ ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს. კონკრეტულად, უფრო დეტალურად მოგახსენებთ, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, რომელიც შეიმუშავა გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, აგრარული ბაზრის მუშაობის და მოვაჭრეთა ქცევის წესები ხელმისაწვდომია სურსათის უვნებლობის სამსახურის ვებგვერდზე.