LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

რა შეზღუდვებია გზებზე

დაპოსტა 2021/02/18-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს დილიდან უკვე აღდგა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზების უმეტეს ნაწილზე. თუმცა, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე ისევ რჩება გარკვეული სახის შეზღუდვები, კერძოდ:
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე. აღნიშნულ გზებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის, კმ70-კმ171 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრავოთ ზამთრის საბურავებით.
გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი
მთავარი

ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა - მძიმედ დაშავდა სამი პირი - ინფორმაცია მთავარი ავრცელებს.  შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა"ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში თავის ზოლში გადასულ მანქანას დაეჯახა...

დაწვრილებითDetails

„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა
მთავარი

თელავში, ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა. მათი ცნობით, არასრულწლოვანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება | ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

რომელ დაავადებებზე გაიზარდა ყველაზე მეტად ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში ქვეყანაში 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ტა­ი­ლან­დელ იუ­თუ­ბერს, ლუნ სო­ლოს ეძებს. რო­გორც ტა­ი­ლან­დუ­რი მე­დია წერს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო მოგ­ზა­უ­რობ­და და კონ­ტენტს იღებ­და. ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ოჯა­ხი კონ­ტაქტს ვერ ამ­ყა­რებს. ინ­ფორ­მა­ცია ფე­ის­ბუქ­ზე კლო­სე...

დაწვრილებითDetails

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი...

დაწვრილებითDetails

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან
მთავარი

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან - 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც,...

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"