LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა უნდა იცოდეთ საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით, რომ უსაფრთხოდ იყოთ

რა უნდა იცოდეთ საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით, რომ უსაფრთხოდ იყოთ

დაპოსტა 2022/12/27-ში
A A
112
ნახვა
გაზიარება

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს საახალწლო სუფრისთვის დამახასიათებელი პროდუქტების მომზადების სწორ წესებსა და იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ასევე, განმარტავს, რატომ არ შეიძლება მძაღე თხილეულის გამოყენება და თაფლის ადუღება:

“მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რა საფრთხე შეიძლება იყოს დაშიფრული სარიტუალო კერძებში. მაგალითად, ვისაუბროთ გოზინაყზე, სადაც რამდენიმე რისკია, რომლებიც წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ. პირველი – თუ თქვენ გოზინაყის მომზადებამდე დააგემოვნეთ ნიგოზი და მოგეჩვენათ, რომ ის მძაღე ან თითქოს ობის გემოთია, მაშინ ყურადღებით დააკვირდით, ეს იყო მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, თუ ეს ეხება რამდენიმე ნაჭერს. თუ ეს შეგრძნება განგიმტკიცდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი საეჭვოა. ცხიმის ამძაღება პროდუქტის ხარისხის გაუარესებაზე მიანიშნებს. სპეციფიკური გემო ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, სოკოს ვერ ხედავდეთ, მაგრამ პროდუქტის შიგნით იყოს. ასეთ შემთხვევაში, სოკოს მიერ გამომუშავებული შხამები სხვადასხვა სახის თხილეულში მომწამლავ ნივთიერებად ყალიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სიფხიზლე და დაკვირვება გვჭირდება. თუ პროდუქტი არ არის სათანადო და ეჭვს აღძრავს, მისგან დამზადებული ყველა კერძიც საეჭვო იქნება. თუ არასათანადოდ შერჩეულ ნიგოზს თაფლთან კომბინაციაში გამოვიყენებთ, თაფლი არა თუ გაანეიტრალებს გემოს, არამედ უფრო გაამძაფრებს.

როდესაც ბადაგთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მესმის, რომ ძნელია, საკმარისი რაოდენობით ყურძნის წვენი გვქონდეს იმისათვის, რომ სუფთა ბადაგი მოვამზადოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყურძენსა და მისგან წარმოებულ პროდუქტებს განსაკუთრებული ქიმია აქვს და ბადაგი არ არის ბაზა, რომელსაც შეგიძლიათ ყველაფერი დაამატოთ. მაგალითად, ტყემლის, ღოღნაშოს, ქლიავის წვენი და ასე შემდეგ. ურთიერთშერევისა და შეხამებისას შეიძლება, ვიღაცას გემო უფრო მოსწონს, მაგრამ უმჯობესია, ჩურჩხელა ტრადიციული რეცეპტით მომზადდეს და მის მოსამზადებლადაც და ფელამუშისთვისაც სუფთა ბადაგი გამოვიყენოთ.

როდესაც გოზინაყს ვაკეთებთ, თაფლის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. თაფლს დუღილი არ სჭირდება. თაფლის დუღილი ჩვენი წინაპრების კლასიკურ რეცეპტში არ არის.ყოველთვის დუღილამდე მიიყვანდნენ და გააგრილებდნენ, შემდეგ ისევ მიიყვანდნენ და გააგრილებდნენ. ეს თაფლის წრთობაა. თუ ჩვენ თაფლს ხანგრძლივად ვადუღებთ იმისათვის, რომ ფერი შეიცვალოს, განმტკიცდეს, მაქსიმალური კარამელიზაცია მივიღოთ და გოზინაყი ტკაცუნა გახდეს, გარწმუნებთ, რომ ფურფუროლის, მომწამლავი ნივთიერების, დაგროვება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება. გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ და არანაკლებ ტკაცუნა, ლამაზი ფერისა და გემრიელი იქნება თქვენი გოზინაყი, როდესაც მიიყვანთ დუღილის ტემპერატურამდე, შემდეგ გააგრილებთ, ისევ მიიყვანთ და გააგრილებთ, მაგრამ არ ადუღებთ. ასე შეგიძლიათ 2-3-ჯერ გამოიყენოთ, ზოგიერთი 3-4-ჯერაც ცდილობს და ასეთი გამოწრთობილი თაფლი საუკეთესო გოზინაყის წინაპირობაა.

თეთრად დაშაქრული ჩირების მიღმა ობი არ გამოგეპაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ტყლაპის შემთხვევაში.” – ამბობს მარი მალაზონია.

ის ასევე კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს ადამიანებს, რომლებიც მარხვაზე არიან:

“ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მარხულობს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მარხვის დასრულებისთანავე პირდაპირ ხორცპროდუქტების გამოყენებით არ უნდა დაიწყონ. ეს უზარმაზარი დატვირთვაა. უმჯობესია, რომ თანმიმდევრულად მივყვეთ. ჯერ კვების რაციონში რძის ნაწარმი, უპირველეს ყოვლისა, ნადუღი შემოვიტანოთ და შემდეგ გადავიდეთ თევზზე, ფრინველისა და საქონლის ხორცზე.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"