პაატა იმნაძე ამბობს, რომ მიაწოდეს სამწუხარო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ადამიანები თვლიან, კორონა აღარაა.
„სამწუხაროდ ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს კორონა აღარ არის. კორონავირუსი არსად არ წასულა, ვირუსი რჩება ჩვენს გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება. საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ, პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და მეორე დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება“, – თქვა იმნაძემ აჭარის ტელევიზიაზე გამოსვლისა.









