LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/05/14-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ? ხომ შევიდოდნენ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, როდესაც „მეორე ფრონტის“ გახსნის საკითხზე საუბრობდა.

მისი თქმით, მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა.

„ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა? ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ?! ეს მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა. თუმცა, ეს არ გამოვიდა საქართველოში და ამიტომ ამ გეგმას მოგონილი დაარქვეს. კი მაგრამ, არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთ-უკრაინის ომში?!

აბა გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა. შევხედოთ ამ ოპერაციის მასშტაბებს: 15 000 ჯარისკაცი უკრაინის მხრიდან, 60 000 ჯარისკაცი რუსეთის მხრიდან და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემები. მასშტაბი ერთი ერთშია. სწორედ ეს კურსკი უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომელიც ბევრად უკეთესი პოლიგონი იქნებოდა პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მსხვერპლი სახელმწიფო, კიდევ ბევრი მგლოვიარე ქალი და ცრემლიანი ბავშვი, რაც დამატებითი წნეხი იქნებოდა სამხედრო დახმარებაზე მოყოყმანე ქვეყნებისთვის.

ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ხომ მოხდებოდა აქ კურსკი. ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი.

ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ანგარიშის წარდგენისას ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შედეგის გამოქვეყნებისთანავე რევოლუციური სცენარი.

მისი თქმით, ყველა ობიექტური კვლევა აჩვენებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის პრობლემა არ ჰქონდა და ადგილობრივ არჩევნებსაც დამაჯერებლად იგებდა, ამიტომ, ახალმა რევოლუციურმა გეგმამაც არ დააყოვნა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართულმა სახელმწიფომ უცხო სპეცსამსახურებისა და მათთან მოთანამშრომლე შიდა ძალების მიერ დაგეგმილი და შესრულებული დარტყმა მიიღო.

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით, შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შედეგის გამოქვეყნებისთანავე რევოლუციური პროცესის დაწყების სცენარი. ფაქტების ქრონოლოგიისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით საქართველოში შემოპარვამდე ორი დღით ადრე სააკაშვილი ბრიუსელის კორიდორებში დადიოდა და შეხვედრებს მართავდა. რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტურებმა სააკაშვილი არჩევნების წინა ღამეს დააკავეს.

მავრმა თავისი საქმე ვერ გააკეთა, თუმცა მავრი მაინც სასარგებლო აღმოჩნდა, არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციამ მორიგი ისტერია დაიწყო სააკაშვილის გამოგონილ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მას თითქოსდა შიმშილობის გამო ემუქრებოდა. იწერებოდა წერილები, ეწყობოდა აქციები, უცხოელი ელჩები ცრუ დემარშებით და ფატალისტური კითხვით – „და, რომ მოკვდეს?“ – ცდილობდნენ მთავრობის შანტაჟს, სააკაშვილის კურატორი ბალტიელი ევროპარლამენტარები მართავდნენ დებატებს, იღებდნენ რეზოლუციებს და ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ, რათა ხელისუფლებაზე უკანონო ზეწოლით სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან დაეხსნათ და განზრახული რევოლუცია ხახვივით შერჩენოდათ. თუმცა ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. სააკაშვილი ჰიპოკრატეს ფიცს გადაბიჯებული ექიმების მიერ დასმული დემენციისგან სასწაულებრივ განიკურნა და მშვიდად აგრძელებს მისი კანონიერი სასჯელის მოხდას,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოსთვის.

მისი თქმით, რისკის სიდიდემ, ფრთხილმა პოლიტიკამ და ეროვნული ინტერესების წინ დაყენებამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აქცია ოპონენტთა სამიზნედ.

„რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი სააკაშვილის ფიგურა? რატომ იყო ასეთი საჭირო მისი მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება? ადგილობრივ არჩევნებზე დაწყებულ პროტესტს და რევოლუციას რა როლი უნდა ეთამაშა უფრო დიდ რეგიონალურ სურათში? ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სასოწარკვეთილი რევანშისტული მცდელობა თუ რაღაც უფრო მეტი? ამ კითხვებზე პასუხი სააკაშვილის ჩაშლილი რევოლუციიდან სამ თვეში გახდა ცნობილი. 2022 წლის 24 თებერვალს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების სისტემები, თავდაცვის არქიტექტურა, ზუსტად ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა. დასავლეთი და რუსეთი ხანგრძლივ ომში აღმოჩნდნენ ჩართული.

საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა, რას ნიშნავდა ეს ომი საქართველოსთვის. დაწყებული ომის მასშტაბი სულ იოლად გადმოგვწვდებოდა და რუსული ტანკი არაერთხელ გაკვალულ გზას კიდევ ერთხელ გამოივლიდა. რისკის სიდიდემ, ფრთხილმა პოლიტიკამ და ეროვნული ინტერესების წინ დაყენებამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აქცია ოპონენტთა სამიზნედ. საქართველოს ხელისუფლებამ რუსული აგრესიის პირველივე დღეებიდან დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში, რამშტაინის ფორმატში, ბოლომდე დატოვა დიპლომატიური მისია კიევში, დაგმო ომი და დადგა მშვიდობის მხარეს,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ომის პირველივე დღეებში გაიხსნა დესტრუქციისა და დივერსიის ცეცხლი ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მივიღეთ რადიკალური ოპოზიციის მორიგი საპროტესტო ტალღა მოთხოვნით, გავაგზავნოთ მოხალისეები უკრაინაში, დავუწესოთ ორმხრივი სანქციები რუსეთს, ჩავკეტოთ ცა, შემოვიღოთ ვიზები, მოკლედ, წავიდეთ სრულ და უპირობო ესკალაციაზე.

ჩვენ წინ აღვუდექით იმ ერთობლივად შემუშავებულ და გაზიარებულ სამოქმედო გეგმას, რისკენაც, სხვადასხვა არხების გამოყენებით, ერთ ხმაში მოგვიწოდებდნენ ჩვენი დაუძინებელი „კეთილისმსურველები“. დახურულ შეხვედრებზე ყველა ეს გზავნილი გაცილებით პირდაპირი, ღია და ცალსახა იყო. ამას ალაპარაკებდნენ დიპლომატებს და ამას გვეუბნებოდნენ ვიზიტად მოვლენილი ემისრები, ამას იმეორებდნენ გარედან მართული პარტიები და უცხო ინტერესების გამტარებელი ენჯეოები – “გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა”, “თუ საომარია, უნდა ვიომოთ”, “დადექით ისტორიის სწორ მხარეს”, “ბომბების ცეცხლი სჯობს სირცხვილისგან წვას”, “მერე რა, თუ ომი დაიწყება, რუსეთი სრულად მაინც ვერ გაგაკონტროლებთ” – იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"