LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ დახარჯა ყველაზე მეტი თანხა პოლიტიკურ რეკლამაზე

რა თანხა დახარჯეს პოლუტიკურმა პარტიებმა საარჩევნოდ

დაპოსტა 2021/01/15-ში
A A
49
ნახვა
გაზიარება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა სულ დაახლოებით, 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, რომლის 46% – 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტია – „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდიოდა, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო – მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 5.2 მლნ ლარით,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხებს ეხება.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75%-ს (28.1 მლნ ლარი) სარეკლამო ხარჯები შეადგენდა, დანარჩენი ყველაზე მსხვილი კატეგორიები იჯარის ხარჯი (6%) და შრომის ანაზღაურება (4%) უმნიშვნელო იყო სარეკლამო ხარჯებთან შედარებით.

„მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სარეკლამო დანახარჯებით ტრადიციულად პირველ ადგილზე იყო, მისი ხარჯები რამდენჯერმე აღემატებოდა შემდეგ ადგილებზე გასული სუბიექტების ხარჯებს. მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯები ყველა სუბიექტის სარეკლამო ხარჯის 43%-ს წარმოადგენდა;

რეკლამის სახეობებს შორის დომინირებდა სატელევიზიო რეკლამა (მთლიანი სარეკლამო ხარჯის 45%) და გარე რეკლამა (30%), თუმცა, ასევე, მზარდი კატეგორია იყო ინტერნეტ რეკლამა;

შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამაზე ჯამში 12.6 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 4.5 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იყო 3.1 მლნ ლარით;

რვა საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომლის მიერ დეკლარირებული ხარჯები რეალურად გაწეულ ხარჯებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში სატელევიზო რეკლამის ხარჯის ველსა და შესაბამის სპეციალურ ფორმაში ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული, მაშინ როდესაც, ჩვენმა მონიტორებმა სხვადასხვა ტელეარხზე ამ საარჩევნო სუბიექტის 130-მდე ფასიანი ვიდეო რგოლი აღნუსხეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით, 100,000 ლარი უნდა ყოფილიყო;

შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა გარე რეკლამაზე ჯამში დაახლოებით 8.3 მლნ ლარი დახარჯეს, მათ შორის ყველა დიდი თანხა 5.1 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ იყო 1.2 მლნ ლარით“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ ინტერნეტ რეკლამაში გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 3 მლნ ლარს მიაღწია. ამ მხრივ 849,592 ლარით პირველ ადგილზე იყო „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, შემდეგ მოდიოდნენ საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” 681,044 ლარით და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 677,024 ლარით.

„ფეისბუქ“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 1 სექტემბრიდან – 28 ნოემბრამდე წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის მქონე მასალის განსათავსებლად ცხრა საარჩევნო სუბიექტს სულ დაახლოებით 701,350 აშშ დოლარი ჰქონდა დახარჯული;

შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტმა შრომის ანაზღაურებაზე მთლიანობაში დაახლოებით 1.5 მლნ ლარი დახარჯეს. ამ თანხას უნდა დაემატოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ვალდებულებების რეესტრშ მითითებული დაახლოებით 600,000 ლარი, რომელიც 2,000-ზე მეტი კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობასა და მასზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ჯერჯერობით ბოლო ანგარიში ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მხოლოდ 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდებოდა. აღსანიშნავია რომ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურმა 19 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ, ხოლო 10 ოქმი შემომწირველი პირების წინააღმდეგ.

„წინასაარჩევნო პერიოდში მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან – რუსეთიდან ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი აქტუალური იყო, რასაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ადეკვატური რეაგირება არ მოყვა. კერძოდ, საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება გაასაჯაროა, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას. სხვა სახელმწიფო უწყებებმა კი, რომელთაც საგამოძიებო უფლებამოსილებები გააჩნიათ (საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, დაეწყოთ გამოძიება, რითაც პასუხგაუცემელი დარჩა სერიოზული კითხვები მტრულად განწყობილი სახელმწიფო მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის”, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც გასცემს, კერძოდ, აღნიშნავს, რომ ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.

„ეს უწყება აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას. ამ იდეის განსახორციელებლად კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ორგანოში და სასურველია, პარლამენტმა იგი უახლოეს მომავალში განიხილოს;

სასურველია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად რეაგირებდეს შესაბამის დარღვევებზე, მათ შორის იმ გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ამ ანგარიშში არის გამოკვეთილი. ასევე, კარგი იქნება, თუ ეს უწყება, ცესკოს მსგავსად, შექმნის საჯაროდ ხელმისაწვდომ სპეციალურ რეესტრს, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი აუდიტის სამსახურში შესული საჩივრები/განცხადებები და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია;

სასურველია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ასევე, დაადგინოს „ფეისბუქზე“ საარჩევნო სუბიექტების მიერ დაფინანსებული სააგიტაციო მასალის დეკლარირების კონკრეტული წესი. კერძოდ, საჭიროა, ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი ინსტრუქცია საარჩევნო კამპანიაში გამოყენებული ყველა გვერდის დაფინანსებისა და ინფორმაციის დეკლარირების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით...

დაწვრილებითDetails

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას -შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც ეფექტიანი იქნება?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა...

დაწვრილებითDetails

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
მთავარი

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...

დაწვრილებითDetails

“ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა – ლევან მახაშვილი
მთავარი

ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს - ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე,...

დაწვრილებითDetails

“ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო”-მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა....

დაწვრილებითDetails

“უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას ” -ევროკავშირის საელჩო

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
ლუქ­სემ­ბურ­გში დღეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭო გა­ი­მარ­თე­ბა, მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის...

დაწვრილებითDetails

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"